დიმიტრი ქუმსიშვილი: სასურველია გადაწყვეტილებები სწრაფად იქნას მიღებული

დიმიტრი ქუმსიშვილი: სასურველია გადაწყვეტილებები სწრაფად იქნას მიღებული

სასურველია, რომ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები სწრაფად იქნას მიღებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.

 

ეკონომიკის მინისტრმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. 

როგორც ცნობილია, ივანიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციის საკითხზე მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდება, ამ პროცესის გაჭიანურების შემთხვევაში კი, როგორც თავად განაცხადა, "ხმის ამოღებას" აპირებს. 

 

ქუმსიშვილის განმარტებით, ათონელზე მდებარე რეზიდენციის არსებული სახით შენარჩუნების მიზნით, მთავრობას ყოველთვიურად "ფულის დახარჯვა" უწევს.

 

"ბატონ ბიძინას ნამდვილად აქვს უფლება, რომ შეშფოთება გამოთქვას ამ მიმართულებით. ერთადერთი, რაც შემიძლია მე დავამატო და დავამატო გულისტკივილით არის ის, რომ ეს შენობა ძალიან კარგადაა გაკეთებული. მასზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ძალიან დიდი ფულია დახარჯული, თუ არ ვცდები 26 მილიონი, დღესდღეობით კი დაკეტილია და ჩვენ ყოველთვიურად ფულის დახარჯვა გვიწევს იმისთვის, რომ აღნიშნული შენობის შესაბამის მდგომარეობაში შენახვა მოვახერხოთ. ამიტომ სასურველია, რომ გადაწყვეტილებები საკმაოდ სწრაფად იქნას მიღებული", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: