მამუკა არეშიძე: საკონსტიტუციო სასამართლო გააკეთებს ყველაფერს, რომ ურთმელიძის განჩინება არ აღსრულდეს

მამუკა არეშიძე: საკონსტიტუციო სასამართლო გააკეთებს ყველაფერს, რომ ურთმელიძის განჩინება არ აღსრულდეს

ექსპერტი მამუკა არეშიძე ვარაუდობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ურთმელიძის განჩინების აღსრულებას შეაჩერებს და ნიკა გვარამიას "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის უფლებამოსილებას აღუდგენს.

 

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო ყველაფერს გააკეთებს, რომ "რუსთავი 2"-ში დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ საერთო სასამართლოს განჩინება არ აღსრულდეს.

 

"ველი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ურთმელიძის განჩინება არ აღსრულდეს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გახლდათ. მას და კიდევ რამდენიმე მოსამართლეს ამ პოლიტიკურ გუნდთან აკავშირებს არა მხოლოდ საქმიანი, არამედ ახლო მეგობრული ურთიერთობაც. იგივე კონსტანტინე ვარძელაშვილი ძალიან დაახლოებულია ამ გუნდთან.

 

გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს ის სიკეთეები, რომელიც წინა ხელისუფლებამ გაუკეთა ამ მოსამართლეებს, ვგულისხმობ ბინების და სხვადასხვა ქონების ჩუქებას. აქედან გამომდინარე, არსებობს ძალიან სერიოზული ეჭვი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ობიექტური არ იქნება. როგორც ჩანს, შესასწავლია კონკრეტული მოსამართლეების საქმეები, არა მხოლოდ საკონსტიტუციოში, არამედ საერთო სასამართლოებშიც", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: