დათო ფერაძე: ეს სიბინძურე მთელმა ქვეყანამ უნდა იცოდეს!

დათო ფერაძე: ეს სიბინძურე მთელმა ქვეყანამ უნდა იცოდეს!

ახლა თქვენ ხედავთ სიცრუისა ბოროტების კლსიკურ ნიმუშს. კიდევ ერთხელ რწმუნდებით, თუ რატომ დანიშნა განათლების მინისტრმა სანიკიძემ 116-ე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ის, ვინც ახლა დირექტორობს. 

 

მინისტრისგან მას მიეცა ნებართვა ნებისმიერ ბინძურ ხერხს მიმართოს. ამ სიბინძურის დოკუმენტურ დადასტურებას წარმოადგენს აი, ეს ასლები. თითოეული მუხლი არის უპრეცედენტო სიცრუე და სიყალბე (აღარაფერს ვამბობ სკოლის ხელმძღვანელის ჩიქორთულსა და მართლწერის ელემენტარული ნორმების დარღვევაზე) თუმცა, ეს სუცრუეებიც კი კანონის მიხედვით რეგისტრირებული არაა.

 

სამინისტროს მორალური სახე ქვეყანამ ისედაც იცის, მაგრამ ამაზრზენი ისაა, რომ სამინისტროს ბინძური დავალების შესრულებას ცდილობს გუშინდელი პედაგოგი და ახლა დირექტორის მ/შ-დ ქცეული ადამიანი და თანაც ამას ცდილობს პედაგოგების, მოსწავლეებისა და მშობლების ხელით, ისე, რომ სულაც არ ადარდებს რა უხერხულ სიტუაციაში აყენებს მათ, როგორც ჩვენი სკოლის, ისე მთელი საქართველოს სასკოლო საზოგადოების წინაშე. 

 

ეს სიბინძურე არის განათლების სამინისტროს კლასიკური გახრწნილი, მაგრამ უსუსური მეთოდიკა - საზოგადოებაში დისკრეტიდაციის გზით გამართლდეს ჩემი შეუსაბამობა პედაგოგიურ საქმიანობასთან, რითაც ჩაახშობენ კრიტიკულ აზრს, კორუფცია-ნეპოტიზმში მხილებას;

 

ამ ბინძური, საბჭოური `საქმის შეკერვის~ მცდელობას წინ უძღოდა საიდუმლო თათბირი, რომელიც გამართა  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მარჯვენა ხელმა, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა (ინფორმაციის წყაროს, კანონიდან გამომდინარე, საჯაროდ არ ვასახელებ). 

 

მან გასცა მითითება, რომ შეისწავლონ ყველა სკოლა და გამოავლინონ პოლიტიკურად და აქტივობის მხრივ „არასანდო" მასწავლებლები, დირექტორები და თქვენ წარმოიდგინეთ რესურს-ცენტრების ხელმძღვანელებიც კი. როგორც ხედავთ, სამინისტროში საკუთარი ჩრდილისაც კი ეშინიათ. 

 

აქვე გაცხადდა, რომ ჩემ წინააღმდეგ"შეიკერება" ყალბი, მადისკრედიტირებელი  საქმე, ისე, რომ შეეცდებიან ხმის ამოუღებლად დამატოვებინონ განათლების სისტემა და თან ჩემი "დასჯა" უნდა იყოს სხვებისთვის სამაგალითო. ამის შემდეგ კი დაიწყება სხვა "საეჭვოების" დევნა. 

 

სამინისტროს მხრიდან არც აქამდე მაკლდა დევნა, რაც გამოიხატებოდა და გამოიხატება მათი მსტოვარი მანდატურების მხრიდან განუწყვეტელ და მუდმივ თვალთვალში, მიყურადებაში, სკოლის მანდატურის მხრიდან ჩემს ძმისშვილზე ძალადობის გამოყენების გზით დაშანტაჟებაში. ჩემ სადამრიგებლო კლასზე ზეწოლით და ა.შ. სამინისტროში საიდუმლო თათბირს, დაემთხვა 116-ე სკოლის ხელმძღვანელის მხრიდან აქ გამოქვეყნებული ცრუ ბრალდებების შეთითხვნა.

 

ახლა მოკლედ განვიხილავ თითოეულ ყალბ მუხლს:

 

1-ლი და მე-2 მუხლებში მოხსენებული შეურაცხყოფა სინამდვილეში იყო მხოლოდ კანონიერებისკენ მითითება დასახელებული პირებისადმი და ზემოქმედების გზით დააწერინა ის ე.წ დირექტორმა მესამე პირს, მე-3 მუხლში დასახელებული "ამხედრება", როგორც მოსწავლეებისსავე ახსნა-განმარტებიდანაც ჩანს, სინამდვილეში გამოიწვია ე.წ. დირექტორის მიერ მოსწავლეებისთვის ხელების ბრახუნმა და ყვირილმა; ჩემი პედაგოგიური და ადამიანური ვალია, შევეწინააღმდეგო მოსწავლეზე ძალადობის ნებისმიერ ფორმას. მე-4 მუხლი არის ჩემდამი მძიმე და დაუსაბუთებელი ბრალდება ე.წ. დირექტორის მხრიდან. ამაზე ყალბი დოკუმენტიც კი არ არსებობს. სინამდვილეში მშობლის სკოლაში "მოვარდნა" გამოიწვია სკოლის მანდატურის მიერ მოსწავლეზე ძალადობამ. ამან გააღიზიანა რამდენიმე მშობელი. ე.წ. დირექტორი კი თავადვე გამოდის დანაშაულის თანამონაწილე, როდესაც მოძალადე მანდატურს (რომელიც "ზემოდანაც" მოძალადედ აღიარეს) იცავს და დაზარალებულ მოსწავლეს ტყუილში ადანაშაულებს. აი, ასეთი მზრუნველები ხელმძღვანელობენ სკოლას. მე-5 მუხლი კი არის კომიკური აბსურდი: პირადი მიმოწერით, როგორ უნდა მოვახდინო არასტაბილური სიტუაციისა და მსგავსის შექმნა. მისი აბსურდულობიდან გამომდინარე, ამ მუხლზე საუბარი ზედმეტია.

 

ისიც მნისვნელოვანია, რომ ეს სიყალბე შეთითხნილია, მაგრამ არაა ოფიციალურად ბეჭდით დადასტურებული და რეგისტრირებული, თუ რატომ, ეს, ალბათ, ადვილი გასაგებია.

 

განათლებისა სამინისტროს მხრიდან ეს ყოველივე გახლავთ მცდელობა ჩემი დასჯისა სხვათათვის სამაგალითოდ. მათ კარგად იციან, რომ მსგავსი სიბინძურეები ვერ შემაშინებს, მაგრამ ცდილობენ საზოგადოების დაშინებას.

 

მოვუწოდებ საქართველოს მასწავლებლებს, მოსწავლეებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, პოლიტიკურ სპექტრს, მედიას, ყველას... დროულად ამოქმედდით სანიკიძის უსამართლობის წინააღმდეგ, პირველად ვაცხადებ: მჭირდება რეალურად დადგომა გვერდში, რეალური მხარდაჭერა, რათა ბოროტებამ ვერ შეძლოს თუნდაც ერთი ნაბიჯით წინსვლა! ნუ მივიყვანთ საქმეს იქამდე, როდესაც ხმის ამომღები აღარავინ იქნება!

 

დავით ფერაძე,

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: