Iverioni
«    აგვისტო 2018    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
აგვისტო 2018 (10)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
20-11-2015, 11:12
ნანახია: 2381

რატომ ძვირდება თამბაქო და ალკოჰოლური სასმელები?


საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თამბაქოს პროდუქციასა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის მატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს.


 უწყების ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის გუშინდელ სხდომაზე "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი განიხილეს, რომელიც 2016 წლის 1 იანვრიდან თამბაქოს პროდუქციასა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის მატებას ითვალისწინებს.


კანონპროექტის მიღების მიზანი, თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრება, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის ოპტიმიზაციაა.


"საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის მიხედვით, 2016 წლის 1 იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთის ზრდა დაგეგმილია:
- ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,20 ლარის ოდენობით;
- უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,05 ლარის ოდენობით;
- სიგარებზე ერთ ღერზე და სიგარალებზე 20 ღერზე - 0.4 ლარით;
- ყალიონით მოსაწევ და საღეჭ ან საყნოს თამბაქოზე 1 კგ-ზე - 5 ლარით.
• ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის პროპორციული განაკვეთი იზრდება 5 დან 10 პროცენტამდე.
• ასევე 2016 წლის 1 იანვრიდან ვისკიზე, რომზე და ტაფიაზე, ჯინისა და ღვიის ნაყენზე აქციზის განაკვეთის 10 ლარიდან 15 ლარამდე, ხოლო სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე და ეთილის სპირტზე (გარდა, ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით მიღებული სპირტის ნაყენებისა, ლიქიორებისა და ზოგიერთი სხვა დაბალ ალკოჰოლური სასმელისა), აქციზის განაკვეთი გაიზრდება - 10 ლარამდე.მთავრობის სხდომაზე განხილვის შედეგ საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"-  კანონპროექტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს გაეგზავნება.