Iverioni
«    იანვარი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
27-11-2015, 11:57
ნანახია: 652

გიგა ბოკერია: „ივანიშვილის რეჟიმს“ არჩევნებით შევცვლით!

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით,  არსებობს რისკები - ბიძინა ივანიშვილი არ შეეგუოს ამომრჩევლის ნებას ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შესახებ. თუმცა, ბოკერიას თქმით, მას სწამს, რომ სწორედ არჩევნების გზით მოხდება ,,ივანიშვილის რეჟიმის“ შეცვლა.

 

 ,,მარტო მიხეილ სააკაშვილი არ არის, ბევრი სხვა ადამიანიც არის, რომელიც ამ რისკზე საუბრობს და სამწუხაროდ ამ რისკების საფუძველს ივანიშვილის რეჟიმის და მისი პერსონალური ნაბიჯები გვაძლევს. ასეთი რისკები, რომ ის შეიძლება არ შეეგუოს ამომრჩევლების ნებას, არსებობს. ამიტომ ეს არ არის გასაკვირი, რომ მიხეილ სააკაშვილი და ვინმე სხვა ამაზე საუბრობდეს. თუმცა, მე მაქვს ძალიან ღრმა რწმენა და ეს არის პარტიის პოზიცია დღეს, რომ სწორედ ამ გზით მოხდება ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა, დემოკრატიული არჩევნების გზით და ეს მოხდება 2016 წელს, ან უფრო ადრე, რაც კარგი იქნებოდა - ვადამდელი არჩევნებით. რა თქმა უნდა, ვერ მოვიტყუებთ თავს, რომ ის არ შეეცდება, ამ ფონზე ისეთი ნაბიჯების გადადგმას, როგორიც ვნახეთ. მცდელობა რუსთავი 2-ის დახურვის, ან ხელში ჩაგდების, ან რეპრესიების აქსელერაცია - აქტივისტების დაჭერაზე გადასვლა. არ არის ეს გამორიცხული. მაგრამ ამაზე ჩვენი პასუხი უნდა იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც იყო რუსთავი 2-თან ჩვენი კამპანიის შემთხვევაში, ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგობით, იმ სამართლებრივი სტრუქტურების წინააღმდეგობით, რომელიც არ არის ხელისუფლების კონტროლქვეშ (მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც აჩვენა, რომ ის დამოუკიდებელია და ის ამას აჩვენებდა წინა ხელისუფლების დროსაც, თუ გავიხსენებთ მის გადაწყვეტილებებს), საერთაშორისო საზოგადოების ჩარევით. მე ვთვლი რომ აბსოლუტურად შესაძლებელია და სწორედ ეს არის მთავარი ამოცანა, რომ ეს პროცესი დასრულდეს ამ არჩევნებზე და ამ არჩევნებზე მოხდეს დიდი პრობლემის მოშორება საქართველოსთვის. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვუთმობდეთ დიდ დროს და ენმ ამას ცდილობს, რომ გვქონდეს დისკუსია იმ გეგმებზე რა უნდა ვქნათ, მას შემდეგ რაც ივანიშვილს ჩამოვიშორებთ, იმიტომ, რომ ეს ჩავლილი საკითხია, ჩვენი ამოცანაა ეს მინიმალური პრობლემებით მოხდეს“, - განაცხადა ,,თეორემასთან“ საუბარში გიგა ბოკერიამ.