Iverioni
«    აგვისტო 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
27-11-2015, 18:14
ნანახია: 966

სად გააგრძელებს  მუშაობას გიორგი ბადაშვილი?

 

მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ის პროკურატურის რეფორმირების გაგრძელებას, პროკურორების კვალიფიკაციის ამაღლებას და ე.წ. სამართლიანობის აღდგგენის პროცესის მაქსიმალურად გაძლიერებას გეგმავს.

 

როგორც ჟურნალისტებს შოთაძემ განუცხადა, მისი წინამორბედი გიორგი ბადაშვილი პროკურატურაში მუშაობის გაგრძელებას არ აპირებს.

 

„ჩემთვის ეს სრულად გასაგებია. მისი გადაწყვეტილება მისაღებია, თუმცა, სად გააგრძელებს ბადაშვილი მუშაობას, ეს მისი არჩევანი იქნება. გაცხადებული მაქვს, რომ მომავალში შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებისთვის ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ვაპირებ. ასევე მასალების გასაჯაროებას ვაპირებ იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომელზეც საზოგადოებაში ინტერესი არსებობს“, - განაცხადა შოთაძემ.