ცხელი ამბავი
როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია

რას უსურვებს თეა წულუკიანი ირაკლი ალასანიას?

რას უსურვებს თეა წულუკიანი ირაკლი ალასანიას?

„ძალიან ბევრს ანერვიულებს ის ფაქტი, რომ საქართველოს ჰყავს 6 წლით არჩეული პარლამენტის მიერ ნდობა გამოცხადებული მთავარი პროკურორი“- აღნიშნული განცხადება, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.


"რაც შეეხება ირაკლი ალასანიას განცხადებას, ძალიან ვწუხვარ, რომ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მე მას როგორც პარტიის წევრი სისულელეში გვერდით არ დავუდექი, მან მიმაკუთვნა ქართველების იმ ჯგუფს, რომლებსაც ის უხარისხო ქართველებს ეძახის. ეს მისთვისაც, ალბათ, სამწუხარო უნდა იყოს, თუ კარგად დაფიქრდება. ჩვენ კი ქართული საზოგადოება არ ვიყოფით ხარისხიანებად და უხარისხოებად. ჩვენ ვმუშაობთ ქვეყნის პროგრესისთვის, ვატარებთ ძალიან რთულ და მტკივნეულ რეფორმებს საზოგადოებასთან ერთად. მე ვისურვებდი, რომ ირაკლი ალასანიამ თავისი პარტია "რეალ ტვ"-ს არ დაამსგავსოს, გააძლიეროს და ღირებულებებზე ესაუბროს საზოგადოებას, ამომრჩეველს და არა რომელიმე ერთ მინისტრს, რადგან პარტიის რეიტინგი დამტკიცდება არჩევნების დღეს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: