Iverioni
«    ივლისი 2022    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ივნისი 2022 (4)
მაისი 2022 (3)
აპრილი 2022 (3)
მარტი 2022 (2)
თებერვალი 2022 (6)
იანვარი 2022 (1)
3-12-2015, 12:14
ნანახია: 1332

გიგლა აგულაშვილი: კვლევებმა აჩვენა, რომ ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი წყარო ავტომობილებია!

“რამდენიმე ქალაქში, მათ შორის თბილისში ჩატარებულმა ჰაერის სინჯების კვლევებმა ცხადყო, რომ ძირითადი დამაბინძურებელი წყარო არის ავტომობილები” – აღნიშნული განცხადება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

 

აგულაშვილის თქმით, საწვავის ხარისხთან ერთად, პრობლემას წარმოადგენს გამონაბოლქვში იმ ტოქსიკური აირების შემცველობა, რომელიც არასრული წვის შედეგია.

 

“რამდენიმე ქალაქში, მათ შორის თბილისში ჩატარებულმა ჰაერის სინჯების კვლევებმა აჩვენა, რომ ძირითადი დამაბინძურებელი წყარო არის ავტომობილები. ეს არის, ძირითადად, დამოკიდებული ავტოსატრანსპორტო პარკის სიძველზე. საწვავის ხარისხთან ერთად, პრობლემას წარმოადგენს გამონაბოლქვში იმ ტოქსიკური აირების შემცველობა, რომელიც არასრული წვის შედეგია”, – განაცხადა აგულაშვილმა.

 

მინისტრის განცხადებით, ჰაერის სინჯების კვლევები გაგრძელდება და სისტემატური ხასიათი ექნება საქართველოს მასშტაბით და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ავტოსატრანსპორტო პარკის ეტაპობრივად გაუმჯობესებას და გაჯანსაღებას.

 

“კვლევებს ვაგრძელებთ. დღევანდელი მონაცემებით, თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ზოგიერთ უბანში ჰაერის ხარისხში მაჩვენებელები, ევროსტანდარტის შესაბამისად, საშუალო დონისაა და იმისათვის, რომ ვითარება გაუმჯობესდეს, ჩვენ გვჭირდება, ზომები მივიღოთ და ეტაპობრივად შევცვალოთ ჩვენი ავტოპარკი”, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

 

რაც შეეხება საწვავის ხარისხს, მისი განცხადებით, ამ კუთხით, მთავრობის მიერ დადგენილი ნორმები, შეიძლება ითქვას, რომ ცალკეულმა იმპორტიორებმა უკვე შეასრულეს და ცალკეული სახეობის საწვავი, რომელიც იყიდება, უკვე შეესაბამება “ევრო 5“-ის სტანდარტს.