Iverioni
«    ივლისი 2022    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ივნისი 2022 (4)
მაისი 2022 (3)
აპრილი 2022 (3)
მარტი 2022 (2)
თებერვალი 2022 (6)
იანვარი 2022 (1)
3-12-2015, 14:58
ნანახია: 971

მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის რეკომენდაციით, იუსტიციის სამინისტრომ პრეზიდენტს მიმართა

თეა წულუკიანის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრომ, ექს-პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის რეკომენდაციით პრეზიდენტს მიმართა.

 

,,საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან დღეს გადავაგზავნეთ იუსტიციის სამინისტროდან დასკვნა, რომელშიც შემოთავაზებულია, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, აწ უკვე უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს შეუწყდეს საქართველოს მოქალაქეობა. საბოლოო გადაწყვეტილება ხელმოწერით უნდა დაადასტუროს საქართველოს პრეზიდენტმა, თუკი ის ჩვენ მიერ მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ დასკვნას დაეთანხმება. ჩვენ გვქონდა ოდესის გუბერნატორისთვის მიცემული დაახლოებით ერთ თვე, როგორც ამას ითვალისწინებს პროცედურა ნებისმიერი სხვა მოქალაქის შემთხვევაში, რომ მას გამოეხატა თავისი პოზიცია. მას წერილი ჩაბარდა 3 ნოემბერს, მას პასუხი არ გაუცია, ამიტომაც პროცედურა დაიძრა და დასკვნა ხელმოსაწერად უკვე გახლავთ საქართველოს პრეზიდენტთან", - განაცხადა თეა წულუკიანმა.