Iverioni
«    ივლისი 2022    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ივნისი 2022 (4)
მაისი 2022 (3)
აპრილი 2022 (3)
მარტი 2022 (2)
თებერვალი 2022 (6)
იანვარი 2022 (1)
3-12-2015, 15:06
ნანახია: 951

მანანა კობახიძე,  ბრაზილიელ კონგრესმენებს შეხვდა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე, ბრაზილიის ეროვნული კონგრესის დეპუტატთა პალატის კონგრესმენებს, კლაუდიო კაჟადოს და ანტონიო იმბასაის შეხვდა.


საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.


კობახიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში ლიდერი ქვეყანა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთხელ ადასტურებს და არ აღიარების პოლიტიკას მხარს უჭერს.


„დევნილთა პრობლემებზე ვისაუბრეთ და სტუმრებს ვთხოვეთ, რომ დევნილთა და ლტოლვითა მშვიდობიანი დაბრუნების თაობაზე გაერო-ს რეზოლუციას მხარი დაუჭირონ. მათ საქართველოს პრობლემა ძალიან კარგად ესმით. სტუმრებმა დაინტერესება გამოთქვეს, რომ პარლამენტებმა ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში, კულტურის სფეროში, განათლების სფეროში. მათ განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში ორმხრივი ურთიერთოებების გაღრმავება აინტერესებთ“, - დასძინა კობახიძემ.