Iverioni
«    აგვისტო 2018    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
აგვისტო 2018 (10)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
17-12-2015, 18:47
ნანახია: 634

2016 წლიდან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტრენინგების ახალ პროგრამას იწყებს

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით, კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგების მეორე ეტაპი დაიწყო.

 

როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, ტრენინგის ფარგლებში იგეგმება 145 ადამიანის გადამზადება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორებიცაა კვებისა და განთავსების ობიექტებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და სტანდარტები, სასტუმროს განყოფილებების ფუნქციონირება, მარკეტინგი და გაყიდვები, ასევე კვების ობიექტების მართვის თანამედროვე პრინციპები და სურსათის უვნებლობა.

 

ტრენინგს ძირითადად კვებისა და განთავსების ობიექტების მენეჯერები, მიმტანები, დამლაგებლები, რეზერვაციის სამსახურის თანამშრომლები და ტუროპერატორები ესწრებიან. ტრენინგის მიზანი რეგიონში მომსახურების ხარისხის ამაღლება და გაუმჯობესებაა. ტრენინგი სასტუმრო „ჰილტონში“ 13 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემებერს დასრულდება. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს სპეციალური სერთიფიკატები გადაეცემათ.

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურიზმის სფეროში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას აქტიურად ეწევა. მიმდინარე წლის დასაწყისში დეპარტამენტმა უკვე გადაამზადა ტურიზმის დარგში დასაქმებული 155 ადამიანი. წლის ბოლოს, კი ეს რაოდენობა 300-მდე გაიზრდება.

 

„როგორც ჩვენს მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, ტურიზმის სფეროში არსებობს პრობლემები მარკეტინგსა და გაყიდვებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი ონლაინ გაყიდვებს ვგულისხმობ. ჩვენი ტრენინგების თემატიკაც ამ კვლევებზე დაყრდნობით მომზადდა. ჩვენ გვსურს გადავამზადოთ ტურიზმის ბიზნესში დასაქმებული კადრები, რათა ტურიზმის ინდუსტრია მზად იყოს, როგორც ზაფხულის ასევე ზამთრის სეზონისთვის. 2016 წლიდან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი იწყებს ტრენინგების ახალ პროგრამას, რომელსაც ჩვენი გერმანელი ექსპერტი ჰანს ულიხ ტროსიენი უხელმძღვანელებს. პროგრამა ბენეფიციარებისთვის ყოველკვირეული სემინარ-ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს. ჩვენ გადმოგვეცა ტექნიკური აღჭურვილობაც, რომლითაც მოვახდენთ როგორც ტრენინგების, ასევე საჯარო ლექციების ვიდეო ჩაწერასაც მათი შემდგომი გავრცელების მიზნით. მსგავსი სემინარ-ტრენინგები საბოლოო ჯამში დადებით შედეგს გამოიღებს ტურიზმის სერვისების გაუმჯობესების და დარგში თანამედროვე სტანდარტების დანერგვის მიზნით“, აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მამუკა ბერძენიშვილმა.