Iverioni
«    ივნისი 2021    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 
ივნისი 2021 (7)
მაისი 2021 (4)
აპრილი 2021 (6)
მარტი 2021 (4)
თებერვალი 2021 (9)
იანვარი 2021 (6)
24-12-2015, 12:07
ნანახია: 1598

რატომ გაიქცა ღარიბაშვილი?!

ღარიბაშვილი გადადგა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის გადადდგომის შემთხვევაში, მთავრობის მთელ შემადგენლობას ავტომატურად უჩერდება უფლებამოსილება და „მთავრობაყოფილი“ რჩება „მოვალეობის შემსრულებლის“ სტატუსით!

 

საქართველოს კონსტიტუციით, ასეთ დროს, ქვეყნის პრეზიდენტი ვალდებულია გაიაროს კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობასთან. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება უნდა მოხდეს არაუგვიანეს შვიდი დღისა. ამის შემდეგ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა უნდა დაასახელოს მინისტრობის კანდიდატები და შეადგინოს სახელმწიფო პროგრამა, რის შემდეგაც ამ ყველაფერს გააცნობს ქვეყნის პარლამენტს. 

 

ამის შემდეგ, დაიწყება პროცედურა - გამოეცხადოს თუ არა ნდობა მთავრობის ახალ შემადგენლობას. ნდობის მისაღებად საჭიროა უმრავლესობის სრული შემადგენლობა, სიის მიხედვით. თუ მთავრობა ვერ, ან არ მიიღებს „ნდობის მანდატს“, 30 დღის განმავლობაში მოხდება განმეორებითი ხმის მიცემა. ხოლო, თუ პარლამენტი სამჯერ უარს იტყვის და არ დაამტკიცებს მთავრობის ახალ შემადგენლობას, დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. 

 

ამბობენ!  ...რომ, პრემიერ-მინისტრის პოსტზე კანდიდატად დასახელდება საქართველოს საგარეო საქმეთა მოქმედი მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი. 

 

რატომ გადადგა ირაკლი ღარიბაშვილი

 

იქნებ, არც გადადგა და ვიღაცამ დაჟინებით მოთხოვა, გადამდგარიყო? ეს არის ერთ-ერთი ვერსია-ვარაუდი. 

 

რატომ გადადგა თავის დროზე ბიძინა ივანიშვილი?

 

მე არ ვიცი, ალბათ არც თქვენ და ვერც ღარიბაშვილის გადადგომის ნამდვილ მიზეზს შეიტყობს ჩვეულებრივი მოქალაქე!

 

სამაგიეროდ, მთელმა მსოფლიომ იცის, რატომ გადადგა საფრანგეთის პრეზიდენტი შარლ დ'გოლი

 

ერთი რამ ფაქტია! არ მეგულება საქართველოში ადამიანი, რომელიც ღარიბაშვილს კორუფციაში, ან სხვა უკანონო ქმედებაში დასდებს ბრალს! 1982 წელს სიღნაღში დაბადებული ბიჭი სუფთა სახელით მოვიდა და ასევე სუფთა რეპუტაციით დატოვა პრემიერის თანამდედობა... თუმცა მისი პრემიერობის დროს რადიკალური პოზიტიური ძვრების შედეგები არ დატყობია ქვეყანას! ამბობენ, ძალიან ცდილობდა, მაგრამ ნავთობის გაიაფებამ, დოლარის „ავარდნამ“ ახლო აღმოსავლეთის კრიზისმა და მსოფლიოში ტერორიზმის გააქტიურებამ შეუშალა ხელიო!... 

 

უნებლიედ მახსენდება ქართული „კვიმატი გამონათქვამი“ თუ რა „უშლიდა ხელს ცუდ მოცეკვავეს“! 

 

პრეზიდენტები, პრემიერები, მთავრობები, პარლამენტები იცვლება... არ იცვლება მხოლოდ ჩვენი გაჭირვებული ყოფა... მიგრაცია ძველებურად გრძელდება... ამასობაში კი გავიდა 25 წელი. 

 

თამაზ ჭეიშვილი