ზაქარია ქუცნაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვებასაც აპირებს!

ზაქარია ქუცნაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვებასაც აპირებს!

 

„ივერიონთან“ აწ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომაზე და პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატზე, კომენტარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა გააკეთა.

 

-ბატონო ზაქარია, თქვენი აზრით, რატომ გადადგა ირაკლი ღარიბაშვილი ისე, რომ გადადგომის მიზეზები არ დაუსახელებია. 

 

ხომ არ არის ეს წინასაარჩევნოდ, ხელისუფლების მხრიდან, „ახალი სისხლის“ გამოშვების პოლიტიკა?

 

როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტური და განსხვავებული პრემიერი იქნება გიორგი კვირიკაშვილი და ვიხილავთ თუ არა ახალ მთავრობაში ე.წ. ახალ სახეებს?

და კიდევ, როგორ ფიქრობთ, დარჩება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში?

 

-ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს უმრავლესობასთან შეხვედრისას დაასახელა მიზეზი, მან ბრძანა, რომ ქვეყნისთვის და პირადად მისთვისაც ასე სჯობს. ასევე თქვა, რომ ის დათმობს პარტიის თავმჯდომარის პოსტსაც.

 

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად ეფექტური და განსხვავებული პრემიერ-მინისტრი იქნება გიორგი კვირიკაშვილი, ეს უკვე მის საქმიანობაზე იქნება დამოკიდებული.

 

გიორგი ნიჭიერი კაცია. საკმაოდ დიდ გამოცდილებას ფლობს და აქედან გამომდინარე, მისი საქმიანობის წრე საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის სახით, ეკონომიკის სამინისტროში მუშაობის სახით, საგარეო საქმეთა სამინისტროში და ბიზნესში მუშაობის სახით ჯამში ქმნის იმ ფართო დიაპაზონს, რაც აუცილებელია გამოცდილების და ცოდნის მისაღებად.

 

ახალ მთავრობაში, ახალი სახეების გამოჩენა, ახალი პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტი იქნება, თუ ვის შეარჩევს ის თავის გუნდში და ვის წარმოადგენს.

 

თქვენი კითხვის ნაწილს, დარჩება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში -  მე როგორც შევატყვე არ დარჩება. თუმცა, ვთვლი, რომ იგი აუცილებლად უნდა დარჩეს პოლიტიკაში, უბრალოდ მან ცოტა უნდა დაისვენოს.

 

       ესაუბრა კარინა გრიგორიანი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: