Iverioni
«    ივლისი 2018    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
ივლისი 2018 (8)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
11-01-2016, 11:02
ნანახია: 175857

32-ე ბატალიონის „ბრავო“ „მარმალზე“ სამშვიდობო მისიის შესასრულებლად უკვე ავღანეთშია

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულის პირადი შემადგენლობა უკვე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაშია და პროვინცია მაზარ-ი-შარიფში მდებარე ბაზა „მარმალზე“  შეასრულებს სამშვიდობო მისიას.

 

„ბრავო“ ასეული როტაციის წესით 32-ე ბატალიონის ალფა ასეულს ჩაანაცვლებს. ქართველი ჯარისკაცები გერმანული ბუნდესვერის სარდლობის დაქვემდებარებაში, კოალიციის სხვა წარმომადგენლების გვერდი-გვერდ სამშვიდობო მისიას შვიდი თვის განმავლობაში შეასრულებენ.

 

ისლამურ რესპუბლიკაში ჩასულ ასეულს ბაზაზე ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენლის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ კალმახელიძე,  წარმომადგენლობის მეკავშირე ოფიცერი, ვიცე-პოლკოვნიკი ზაალ ზაალიშვილი და „ალფა“ ასეულის მეთაური, მაიორი ირაკლი სურგულაძე დახვდნენ.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულის მთავარი ამოცანა ბაზა „მარმალის“ უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება. მისიის გადაბარების ოფიციალური ცერემონიალი რამდენიმე დღეში გაიმართება.