Iverioni
«    ივნისი 2019    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ივნისი 2019 (3)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
11-01-2016, 15:28
ნანახია: 951

რატომ ბაძავს გერმანია საქართველოს?!

კიოლნში მიმდინარე მოვლენებმა ევროპისკენ მიმავალ საქართველოში რატომღაც დიდი ინტერესი არ გამოიწვია.

 

არადა, საკმაოდ არაორდინალური ამბები ხდება. გერმანულმა სპეცრაზმებმა ხელკეტებით და ცივი წყლის ჭავლებით დაშალეს ემიგრანტების თავხედობის წინააღმდეგ შეკრებილი გერმანელები.

 

ეს სწორედ ის  "სპეცნაზია" სადღაც რომ იმალებოდა მაშინ, როდესაც ათასამდე ემიგრანტი გერმანელ ქალებს ძარცვავდა და პირდაპირ შუა ქუჩაში აუპატიურებდა. 

 

გერმანულ "სპეცრაზმს" მძარცველებისთვის არათუ ხელკეტი დაურტყამს, – სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი არ მიუყენებიათ (ოჰ ეს ევროპული და მაშასადამე ქართული ტოლერანტობა).

 

ისწავლეს ჩვენგან როგორც იქნა გადამთიელი სტუმრების პატივისცემა! 

 

ასეთი ტოლერანტობა არ სუფევდა საქართვლოში როდესაც ძარცვა-გლეჯვა პოლიციის პასიური მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობდა? 

 

ახალი წლის ღამეს გერმანული "სპეცნაზის" სამარცხვინო დამალვის ფაქტიც ალბათ "ქართული" მიზეზებით თუ აიხსნება – როგორც ჩანს ემიგრანტებმა ნაძარცვის ნახევარი გერმანელ სპეცრაზმელებს გაუნაწილეს!

 

კიდევ ერთი არაორდინალური პარალელი იკვეთება საქართველოსა და ევროპას შორის. როგორც ცნობილია ქართველები ჩაგრულების და ავადმყოფების  მიმართ სოლიდარობით– ჭირში და ვარამში ხელის გამართვით გამოირჩევიან. 

 

ევროპელებმაც  გადაწყვიტეს "ავადმყოფი ჩაგრულების" დაცვა და ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღეს, რომლის მიხედვითაც ყველა ევროპელი ვალდებულია პატივი სცეს მამათმავლებს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი გაუკუღმართებული სექსით ღებულობენ სიამოვნებას! (სხვა საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობა მათ  მაინცდამაინც არ მოეთხოვებათ) ამიტომ, გემრანელი მეწარმე ვალდებულია მიიღოს სამსახურში პირველ რიგში მამათმავალი – თუგინდ ის პროფესიონალიზმით არ ბრწყინავდეს. სამსახურში მიღებულმა რომც არაფერი აკეთოს – მაინც ვერ გააგდებს უსაქმურობისთვის. წინააღმდეგG შემთხვევაში  სოლიდური ჯარიმები არ ასცდება.. სასამართლოს მისი კუთვნილი  საწარმოს  დახურვის უფლებაც კი აქვს სრულიად კანონიერად. 

 

დაახლოებით იგივე  პრივილეგიები არ ჰქონდათ ნარკომანიით დაავდებულ ქართველებს 90-იან წლებში ?  ისინიც მხოლოდ იმისთვის ითხოვდნენ პატივისცემას, რომ სიამოვნებას ნარკოტიკებით ღებულობდნენ და სხვა საზოგადოებრივად სასარგებლო მოღვაწეობა სავალდებულოდ არ მიაჩნდათ. 

 

ქართველი ბიზნესმენებიც  იძულებული იყვნენ, რომ თავის არაფორმალურ მოადგილეებად ნარკომენბი დაენიშნათ და მათთვის "ხელფასები" და "პრემიები" ეხადათ. ზოგი ნარკომანი თვითონ ბიზნესმენის უფროსობაზეც კი აცხადებდა პრეტენზიას. 

 

რომელიმე ქართველ ბიზნნესმენს ამ ნარკომანებისთვის უარი რომ ეთქვა – "დაყაჩაღების მეთოდით" დაჯარიმება არ ასცდებოდა.. არც ქონების სრული ჩამორთმევა იყო გამორიცხული  ოღონდ- არა  ევროპულად ოფიციალური, არამედ, ქართულად,  "დაუწერელი კანონების" მიხედვით!...

 

ე.ი. რა გამოდის, ევროპა ოფიციალურად მიექანება იმისკენ – რისგანაც საქართველო თავის დაღწევას ცდილობს?! 

 

ზედაპირული განსხვავებები რა თქმა უნდა აშკარაა – თუ ევროპელებისთვის მიუღებელია ნარკომანების პარპაში, ქართველებისთვის გულისამრევია მამათმავლების, ბოდიშს ვიხდი ჟარგონისთვის, "ბლატავი". არსებითად რომ განვიხილოთ - ევროპელი მამათმავალი ისეთივე უსინდისო თავხედი პარაზიტი არ არის, როგორიც ქართველი ნარკომანი?  ორივენი ხომ თავისი ფსიქიკური გადახრებისთვის ითხოვენ პატივისცემას და არა საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობისათვის?!  

 

...და ამ არადეკვატური მოთხოვნის დაკანონებაა ვითომ სამართლიანობა? 

 

ემიგრანტებისთვის გერმანელი ქალების ძარცვის უფლება იურიდიულად ვერ დაკანონდება – ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის საბაზისო უფლებებს. მაგრამ როგორც ჩანს ევროპელები ამ შემთხვევაში  "დაუწერელი კანონების" ქართულ ტრადიციას გამოიყენებენ!!!

 

იურიდიული კანონით კი იქნება დასჯადი ყაჩაღობა და ძალადობა, მაგრამ დაუწერელი კანონით ემიგრანტებს ექნებათ ევროპელი ქალების ძარცვისა  და გაუპატიურების უფლება. ეს დაუწერელი კანონი უკვე გამოვლინდა კიოლნის ახალი წლის ღამეს. 

 

ასე და ამრიგად, თვითონ ევროპა მოექანება უკვე საქართველოსკენ და ჩვენ საითღა მივექანებით?! 

 

ნუთუ ისევ ავადსახსენებელ 90-იან წლებს უნდა დავუბრუნდეთ, ან კიდევ "ნაცების" მიერ დამკვიდრებულ ლამის ოფიციალური  ძარცვა-გლეჯვის  სისტემას?! 

 

       კობა ბიწაძე