Iverioni
«    მარტი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
14-01-2016, 11:35
ნანახია: 799

ვინ წარადგინა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მერის მოადგილის თანამდებობაზე?

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დედაქალაქის მერის მოადგილის თანამდებობაზე ,,ქართუ ბანკის“ საბჭოს ხელმძღვანელი, გიორგი ლილუაშვილი წარადგინა. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ გიორგი ლილუაშვილს აქვს მდიდარი გამოცდილება აღნიშნულ პოსტზე წარმატებით მუშაობისათვის. 

 

"ის არის განათლებით ეკონომისტი, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი. 1999 წლიდან მუშაობდა, როგორც საჯარო სექტორში, ასევე კერძო სექტორში. საჯარო სექტორში ის ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა წამყვან პოზიციებს იკავებდა. რაც შეეხება კერძო სექტორში მის გამოცდილებას, ის გახლავთ "ქართუ ჯგუფის" წევრი და წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე - შპს "ბურჯში", "ქართუ მშენებელსა" და ბანკ "ქართუში".  მას გააჩნია ყველა უნარჩვევა და თვისება იმისთვის, რომ წარმატებით გაუძღვეს იმ მიმართულებას, რასაც მერის მოადგილის პოსტი ჰქვია.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთობლივად შევძლებთ განვაგრძოთ იმ უმნიშვნელოვანესი საქმეების კეთება, რომელიც თბილისის განვითარებას უკავშირდება", - განაცხადა თბილისის მერმა.

 

გიორგი ლილუაშვილმა თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი სოლომონია შეცვალა, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს დაუბრუნდა.