Iverioni
«    იანვარი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
15-01-2016, 11:54
ნანახია: 630

დანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლაში შსს მინისტრს, პრემიერი სრულ მხარდაჭერას უცხადებს

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი სრულ მხარდაჭერას უცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრ, გიორგი მღებრიშვილს და ყველა პოლიციელს, რომელიც დანაშაულის წინააღმდეგ სამართლიანად იმოქმედებს" - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

პრემიერი შინაგან საქმეთა მინისტრის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, დანაშაულთან ბრძოლის პროცესში, არც ერთი თანამდებობის პირისა თუ მათთან დაახლოებული ადამიანის თხოვნა არ იქნება გათვალისწინებული.

 

გიორგი კვირიკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრსა და პოლიციას ამ პროცესში სრულ მხარდაჭერას უცხადებს.