"გაზპრომთან" მოლაპარაკებების სავარაუდო, დასკვნითი რაუნდი ვენაში დღეს გაიმართება

"გაზპრომთან" მოლაპარაკებების სავარაუდო, დასკვნითი რაუნდი ვენაში დღეს გაიმართება

რუსულ ენერგოკომპანია გაზპრომთან მოლაპარაკებების მორიგი და სავარაუდო, დასკვნითი რაუნდი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში დღეს გაიმართება, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პემიერმა, კახი კალაძემ გიორგი გაბუნიას გადაცემა, "არჩევანში" განაცხადა

 

კალაძის ინფორმაციით, რუსულ მხარესთან ერთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდება, დეტალები კი, საზოგადოებისთვის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

 

მისივე თქმით, აზერბაიჯანი საქართველოს მთავარ პარტნიორად რჩება. როგორც მან პირდაპირ ეთერში განაცხადა, ამ საკითხებთან დაკავშირებით ის მზადაა ყველა კითხვას უპასუხოს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: