Iverioni
«    აგვისტო 2018    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
აგვისტო 2018 (10)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
20-01-2016, 11:20
ნანახია: 358

რას უწოდებს რომან გოცირიძე დღევანდელი ხელისუფლების „უგუნურ პოლიტიკას“?

ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, "გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებებში ხელისუფლების მხრიდან დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს და ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მთავრობას ენერგეტიკის სფეროში არაფერი შეუქმნია, რასაც დღევანდელი ხელისუფლების „უგუნურ პოლიტიკას“ უწოდებს.

 

„ეს არის მთავრობის ენერგოპოლიტიკის კრახი. მთავრობამ თავისი უგუნური ენერგეტიკული პოლიტიკით და თავისი უგუნური საარჩევნო დაპირებების ვითომ შესრულებით გამოდის, რომ მთელი ენერგოინდუსტრია ზრდის ვალდებულებებისგან გათავისუფლა. არავის არაფერი შეუქმნია ქართულ ენერგეტიკაში. ეს ამ ხელისუფლების ენერგეტიკული პოლიტიკის ხარვეზებს აჩენს,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.

 

მისი თქმით, ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგად გაზპრომის წილი ქართულ ბაზარზე 20%-მდე გაიზარდა მაშინ, როცა 2014 წელს ეს მხოლოდ 14% იყო.

 

რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ეს რუსეთის ხელში ძალიან ძლიერი შანტაჟის საშუალების ჩაგდებას ნიშნავს.