Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
21-01-2016, 15:01
ნანახია: 1206

რა ბედი ელით მარჯვენასაჭიან მანქანებს?

„ივერიონს“  მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის ვადის გადადებასა და საჯარიომო სისტემაში შესატანი ცვლილებების საკითხზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ ხმალაძე ესაუბრა.

 

-ბატონო ვახტანგ, იყო ინფორმაცია რომ მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაცია უნდა შეწყვეტილიყო 2016 წლის 1 მარტიდან, რაც გადავადებულია 1 ივნისისთვის. ასევე სავარაუდოდ შეიცვლება 100 ქულიანი საჯარიმო სისტემა. არსებობს აზრი, რომ ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ არ სურს ასეთი მწვავე საკითხების წინა პლანზე წამოწევა.

 

რა კომენტარს გააკეთებთ აღნიშნულთან დაკავშირებით და რითაა განპირობებული პროექტში გასათვალისწინებელი ცვლილებები?

 

-არსებობს პოპულარული და პოპულისტური გადაწყვეტილებები და არსებობს აუცილებლობა ისეთი რამის გაკეთებისა, რომელიც შეიძლება არც თუ ისე პოპულარული იყოს, მაგრამ თუ ასეთი გადაწყვეტილება სასარგებლოა ქვეყნის განვითარებისათვის, მაშინ ასეთი გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული!

 

რაც შეეხება მარჯვენასაჭიან მანქანებს, აქ არის ორი მნიშვნელოვანი პრობლემა: ერთი ის, რომ იმ ქვეყნებში სადაც არის მარჯვენასაჭიანი მოძრაობა მანქანებისა, ისინი ქმნიან მოძრაობის საფრთხეს, ისევე როგორც მარცხენა მხარე, სადაც არის, იქ მარცხენასაჭიანი მანქანები ქმნიან საფრთხეს. ეს არის ზოგადი წესი, რომელიც შემოწმებული და გამოკვლეულია!

 

ვისაც უკვე ყავს მარჯვენასაჭიანი მანქანები, მათ მისი გაყიდვის ან ქვეყნიდან გატანის პრობლემა არ ექნებათ, მაგრამ ახლად შემოყვანა მანქანებისა იმ მიზნით, რომ ისინი საქართველოში დარჩნენ და აქ იმოძრაონ, ეს აიკრძალება. 

 

ვფიქრობ, რეგისტრაციის აკრძალვა ამოქმედდება პირველი ივნისიდან, ანუ 4 თვის შემდეგ და დილერებისთვის ცნობილია, რომ მანქანის საზღვარგარეთ შეძენას, ჩამოყვანას და რეგისტრაციას სჭირდება დაახლოებით სამი თვე. ამიტომ, ყველას ექნება შესაძლებლობა თუკი იმპორტის ოპერაცია დაწყებული აქვთ, დაასრულონ ეს ოპერაცია, ისე რომ, არანაირი ზიანი არ მიადგეთ და უფრო მეტიც, აღარ დაგეგმონ ისეთი მოქმედება, რომელსაც ვერ დაასრულებენ პირველ ივნისამდე. ასევე იგეგმება იმპორტის დროს საბაჟო გადასახადის შემცირება.

 

საჯარიმო ქულები სადაც არის იქ ასეთი ვითარებაა:  ელემენტარულად, სტატისტიკა აჩვენებს ასეთ რამეს, რომ არის კატეგორია მძღოლებისა, რომლებიც არღვევენ ძალიან ხშირად საგზაო მოძრაობის წესებს და იხდიან დაწესებულ ჯარიმებს. მსგავსი ადამიანებისთვის, არსებული ჯარიმების სისტემა ვერ ასრულებს პრევენციებს. ამიტომ, შემოთავაზებულია, ჯარიმებთან ერთად დარღვევისას დაერიცხოს საჯარიმო ქულა და იმ შემთხვევაში, თუკი საჯარიმო ქულების რაოდენობა ერთი წლის მანძილზე გადააჭარბებს 100 ქულას, მაშინ უკვე მძღოლის მიმართ გამოყენებული იქნას სანქცია.

 

ეს არის ორი ძირითადი საკითხი, რომელზეც დღეს იწყება საკომიტეტო მოსმენა.

 

ამ გადაწყვეტილებაში, სახელმწიფოს ეკონომიკურ ინტერესს ნაკლებად ვხედავ, თუნდაც, იმიტომ, რომ ეს არის საბაჟო გადასახადი, ანუ, შემოდის მანქანა და იხდიან გადასახადს და ეს არის ის ფული, რომელიც მიდის სახელმწიფო ბიუჯეტში. არ იქნება მარჯვენასაჭიანი მანქანის შემოყვანა, შემოიყვანენ მარცხენასაჭიანს. ამიტომ, ამაში სახელმწიფოს რაიმე სერიოზულ ეკონომიკურ ინტერესს ვერ ვხედავ. ამ ვადის გადაწევის ძირითადი მიზეზი გახლავთ ის, რომ იმ პირებმა ვინც ამ ბიზნესით არიან დაკავებულნი მორალურად არ იზარალონ და თავიანთი ბიზნესის გადაწყობა შეძლონ!

 

      ესაუბრა მედეა შელია