Iverioni
«    ივლისი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2020 (1)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
23-01-2016, 14:41
ნანახია: 774

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

მოგების გადასახადის ესტონური მოდელის საქართველოში დანერგვასთან დაკავშირებული ტექნიკური და ადმინისტრაციული საკითხები, მისი განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელი საფინანსო-ეკონომიკური შედეგები; საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესების საკითხები და 2008 წლამდე დაწყებული, შეჩერებული ბინათმშენებლობების წახალისების პროექტი განიხილეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე აღინიშნა, რომ 2008 წლამდე დაწყებული, შეჩერებული ბინათმშენებლობების წახალისების პროექტის მეშვეობით, უკვე 10-ზე მეტი მშენებლობა განახლდა. ეკონომიკური საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ პროექტის უფრო ეფექტურად განხორციელებისთვის, სახელმწიფოს მოქნილობა გაიზრდება.

 

ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ასევე შეაჯამა დავოსში ვიზიტი და საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია გამართული მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების შესახებ.

 

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ EBRD-ი მზად არის, დამატებითი სახსრები გამოყოს საქართველოში საგადასახადო და მმართველობის რეფორმის მიმართულებით.

 

პრემიერი დავოსში ასევე შეხვდა მსხვილ უცხოელ ინვესტორებს, რომლებიც, საქართველოში ინვესტირებით, მათ შორის, 3 და 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების ქსელის განვითარებით, არიან დაინტერესებულნი. პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინვესტორისთვის შეთავაზების მიზნით, საქართველოს მასშტაბით სასტუმრო ქსელის განვითარებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების პაკეტის მომზადება დაავალა.