Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (7)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
24-01-2016, 12:27
ნანახია: 1384

დავით უსუფაშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი 24-25 იანვარს, სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკას ეწვევა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით უსუფაშვილი მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ლოძში დაგეგმილ ევროპა-უკრაინის მეცხრე ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში.

 

ფორუმი პოლონეთის აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტის (Foundation Institute for Eastern Studies) ორგანიზებით გაიმართება და მას უკრაინიდან, ევროკავშირიდან, რუსეთიდან, მეზობელი სახელმწიფოებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან პოლიტიკური წრეების, ბიზნესის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.

 

24 იანვარს, დავით უსუფაშვილი ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ პლენარულ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ის პოლონეთის, უკრაინისა და ევროპის პარლამენტის წარმომადგენლებთან ერთად ჩაერთვება დისკუსიაში თემაზე: "უკრაინის ასოცირება ევროპის კავშირში - რეფორმები და მოდერნიზაცია", ხოლო 25 იანვარს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სპეციალური სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას პლენარულ დისკუსიაში: "აღმოსავლეთ პარტნიორობა - წარმატება თუ მარცხი?"

პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპა-უკრაინის მეცხრე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია, ასევე დავით უსუფაშვილის ორმხრივი შეხვედრა პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის სპიკერ, მარეკ კუჩინსკისთან.