Iverioni
«    დეკემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
დეკემბერი 2018 (6)
ნოემბერი 2018 (15)
ოქტომბერი 2018 (16)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
24-01-2016, 12:37
ნანახია: 621

არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტში ადამიანის უფლებებზე იმსჯელეს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის და მასთან არსებული სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს ორგანიზებით არასამთავრობო ორგანზაციებთან შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე  სამოქალაქო სექტორმა სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების თემაზე  თავის მოსაზრებები გაუზიარა კომიტეტს.  სულ ოცდაათამდე არასამთავრობო ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი, ყველა ეს ორგანიზაცია სამი თვის მანძილზე ჩართული აღმოჩნდა ადამიანის უფლებების ცალკეული მიმართულებების ქვე-ჯგუფების მუშაობაში და ყველა ამ  ჯგუფის წევრმა ორგანიზაციამ დღევანდელ შეხვედრაზე მოხსენების სახით წარმოადგინა შესაბამისი საქმიანი რეკომენდაციების პაკეტი.

 

პარლამენტში აცხადებენ, რომ დისკუსიის მთავრი მიზანია, რეკომენდაციები,რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით  გაკეთდა  კომიტეტის სახელით,სამომავლოდ იყოს შეთავაზებული მთავრობისათვის  და  კომიტეტმა მომავალში უზრუნველყოს  ამ რეკომენდაციების შესრულების საპარლამენტო კონტროლი.