Iverioni
«    ივლისი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2020 (3)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
26-01-2016, 14:58
ნანახია: 807

დაუჭირა თუ არა მხარი პუტინმა რუსეთისა და აფხაზეთის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის მშენებლობის გეგმას?

ТАСС-ის ინფორმაციით, სტავროპოლში გამართულ რეგიონთაშორისი ფორუმის ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მხარი დაუჭირა ავტომაგისტრალის მშენებლობას, რომელიც ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკებს, აფხაზეთის გავლით, შავ ზღვასთან აკავშირებს.

 

"ეს კარგი პროექტია, თუკი ეს გზა რუსეთის რამდენიმე რეგიონს აფხაზეთთან დააკავშირებს, ეს კარგის მეტს არაფერს მოიტანს. ფედერალური ხელისუფლება ამ პროექტის მხარდასაჭერად მზად არის", - აღნიშნა პუტინმა.

 

რუსული მედიის ცნობით, პროექტის დეტალები პუტინს რუსეთში მოქმედი საზოგადოებრივი მოძრაობა "კავკასიის ერთა რუსული კონგრესის" თავმჯდომარემ, სულთან ტოგონიძემ გააცნო. მისი თქმით, დაგეგმილია ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელიც ყაბარდო-ბალყარეთს, სტავროპოლის ოლქს, ყარაჩაი-ჩერქეზეთსა და "მოძმე" აფხაზეთს ერთმანეთთან დააკავშირებს. პროექტი ითვალისწინებს აეროპორტის მშენებლობასაც, აფხაზეთთან დამაკავშირებელ გზას კი სოხუმამდე გაიყვანენ. მისივე თქმით, მათი პარტნიორები ჩინეთიდან ჩამოვიდნენ და ამ პროექტის განხორციელებაზე მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

 

ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს ჩინური კორპორაცია China Railway და რუსული კომპანია "რეგიონული პროექტები" ააშენებენ. ასევე, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში მხარეები გეგმავენ კონტრაქტის გაფორმებას ოჩამჩირეში საზღვაო პორტის მშენებლობის შესახებ.