Iverioni
«    მარტი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მარტი 2019 (5)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
დეკემბერი 2018 (12)
ნოემბერი 2018 (15)
ოქტომბერი 2018 (16)
27-01-2016, 12:46
ნანახია: 674

395 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია

395 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. შესაბამი განცხადება განათლების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა გააკეთა.

 

მისი განმარტებით, სასწავლო პროცესი დიდთოვლობის გამო 200 და გრიპის ვირუსის გამო 195 საჯარო სკოლაშია შეწყვეტილი. 

 

”გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ სკოლებში, სადაც გაცდენების საშუალო მაჩვენებელი 20%-ს აჭარბებდა, დროებით შეჩერებულიყო სასწავლო პროცესი. მონაცემების დამუშავების შედეგად, დღის მეორე ნახევარშიც განათლების სამინისტრო შეაგროვებს მონაცემებს, რომლის საფუძველზეც მიიღება გადაწყვეტილებები. გუშინდელთან შედარებით მოიმატა ასეთი სკოლების რაოდენობამ, თუმცა ეს არ არის საგანგაშო რაოდენობა”, - განაცხადა გიგაურმა.

 

მისივე განმარტებით დიდთოვლობის გამო სწავლა შეწყვეტილია 200 საჯარო სკოლაში.

 

"მეტეოროლოგიური პირობების გამო 204 სკოლის ნაცვლად რეგიონებში დღეს სასწავლო პროცესი შეჩერებული იქნება 200 სკოლაში", - განაცხადა გიგაურმა. 

 

მისისტრის მოადგილემ განმარტა, რომ სწავლის პროცესი 3 დღითაა შეწყვეტილი.