რუსეთმა ჰააგას საკუთარი გამოძიების მასალები გადასცა

რუსეთმა ჰააგას საკუთარი გამოძიების მასალები გადასცა

რუსეთმა ჰააგის სისხლის სამართლის კრიმინალურ სასამართლოს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ, საკუთარი გამოძიების მასალები გადასცა.


"რია ნოვოსტი" რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენელის, ვლადიმერ მარკინის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ გამოძიება ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტმა ჩაატარა.


,,რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ჩაატარა ქართველი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულებების დეტალური გამოძიება. ყველა მოპოვებული მტკიცებულება და მასალა საერთაშორისო სასამართლოს გადაეცა", - აცხადებს მარკინი. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: