Iverioni
«    სექტემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სექტემბერი 2018 (11)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
29-01-2016, 10:54
ნანახია: 532

OECD ფისკალურ საქმეთა კომიტეტის სხდომას, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ

27-28 იანვარს, ფინანსთა მინისტრის მოადგილეებმა, ლაშა ხუციშვილმა და ლერი ბარნაბიშვილმა მონაწილეობა მიიღეს ქ. პარიზში გამართლ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ფისკალურ საქმეთა კომიტეტის (CFA) შეხვედრაში.

 

კომიტეტის სხდომა მიეძღვნა საერთაშორისო საგადასახადო პოლიტიკის სფეროში დაგეგმილ სიახლეებს, კერძოდ, დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადაქაჩვის ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციისათვის განსახორციელებელ საქმიანობას.

 

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილეები შეხვდნენ ესტონეთის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომელზეც განიხილეს მოგების გადასახადის ესტონური მოდელის საგადასახადო საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა.