Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (6)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
1-02-2016, 14:33
ნანახია: 866

გიორგი კვერენჩხილაძე: პარლამენტმა გაითვალისწინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიცია ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი კვერენჩხილაძე აცხადებს, რომ პარლამენტმა გაიზიარა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიცია და გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა სესიის პირველ დღეს დაიგეგმა. მისივე შეფასებით, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს შეეხება.

 

"ჩვენი პოზიცია იყო, რომ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება გამართულიყო ისე, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი – საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს. შესაბამისად, ჩვენი ეს პოზიცია იქნა გაზიარებული და პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე რეგლამენტით გათვალისწინებულ ვადაში წარსდგება", - განაცხადა კვერენჩხილაძემ.

 

მისივე თქმით, პრეზიდენტის მოხსენების შინაარსი განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით დაიგი ეხება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით.

 

გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილისთვის პარლამენტში გამოსვლის ნებისმიერი ფორმატი მისაღებია.