Iverioni
«    ივლისი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2020 (1)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
3-02-2016, 16:01
ნანახია: 1318

საბა საბახტარაშვილი: ვინც დიეტაზე ხართ და „გრეჩიხა“ მოგენატრათ, აწიეთ ხელი!!!

როგორც „თანამედროვე“ ჟურნალისტები იტყვიან, საინფორმაციო სააგენტო „metro-nomeსკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს. მხედველობაშია ინტერვიუ ექსპარლამენტარ ვალერი გელბახიანთან, რომელიც პოლიტიკაში „ბადრი პატარკაციშვილის გუნდის“ შემოსვლას აანონსებს.

 

ბატონი გელბახიანი ამის საილუსტრაციოდ ტელეკომპანია „მაესტროს“ წილების გადაფორმებას ასახელებს. კერძოდ, საუბარია „მაესტროს“ საკონტროლო პაკეტის „გრეჩიხას“ (იგივე ლევან გაჩეჩილაძის) ძმის _ გია გაჩეჩილაძის საკუთრებაში გადასვლაზე, რაც გელბახიანის აზრით, „იმედთან“ ერთად საშუალებას მისცემს პატარკაციშვილის გუნდს გახდეს „მძლავრი იარაღი“ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეთა შორის.

 

ინტერვიუს მიხედვით, პოლიტიკურ სარბიელზე ბრუნდება ლევან გაჩეჩილაძე („გრეჩიხა“) ირაკლი რუხაძესთან ერთად, რომელიც სერიოზულ კონკურენციას გაუწევს ბიძინა ივანიშვილს... ამ შერკინებაში ივანიშვილის ფული მომავალ არჩევნებში გადამწყვეტ ფაქტორს ვერ შეასრულებს, რადგან, ახალი პოლიტიკური დაჯგუფება უზარმაზარ კაპიტალთან (პატარკაციშვილის დანატოვარ კაპიტალზეა საუბარი) ერთად პოლიტიკური პროცესების იდეოლოგიურ ფა ინფორმაციულ იარაღს _ ტელეკომპანია „იმედს“ და „მაესტროს“ ფლობენ.

 

ბ-ნი გელბახიანი აზრით, ამ ყველაფერი ამისს გამო ივანიშვილს მშვიდად არ უნდა სძინავდეს, რადგან მოწინააღმდეგე ძალა ძალიან მოტივირებულია და სერიოზულ კაპიტალსაც ფლობს. ექსპარლამენტარის ვერსიებში ალბათ იგულისხმება „ქართული ოცნების“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის რეიტინგის კატასტროფულად დაცემაც, რომელიც ახალ პოლიტიკურ ძალას გარკვეულ „ფორასაც“ აძლევს.

 

გელბახიანისგან განსხვავებით, „ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე საპირისპიროს ამტკიცებს. იგი აცხადებს, რომ „მაესტროს“ წილი ივანიშვილმა შეიძინა სწორედ გია გაჩეჩილაძის (უცნობი“) დახმარებით და იგი წინასაარჩევნოდ საინფორმაციო საშუალებების სრულ მობილიზებას აპირებს.

 

ნამდვილად არ ვიცი, ივანიშვილი რას აპირებს, მაგრამ ტელევიზიები და დიდი ფულები რომ განკარგავენ ყველაფერს და ჩვენც სრულ მონა-მორჩილად რომ გვამყოფებენ, ცხადია!..

 

გელბახიანის გამკვირვებია _ რა არგუმენტით ამბობს, რომ ახალი პოლიტიკური ძალა, რომელსაც „გრეჩიხა“ ეყოლება ლიდერად (ეს ის „გრეჩიხაა“, რომელიც ერთ დროს სააკაშვილის საპირწონედ ითვლებოდა და მოგებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, როგორც ამბობენ, სარფიან გარიგებას შესწირა და ხალხი პიშიჩალაგამოვლებული დატოვა) ისევ უნდა მიიღოს საქართველოს ამომრჩეველმა?

 

რა შუაშია აწ გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილის საქართველოდან უსამართლოდ განდევნა „გრეჩიხას“ ავტორიტეტთან?! ან რა შუაშია ვინმე ირაკლი რუხაძე (რომელიც თურმე პატარკაციშვილის კაპიტალს განაგებს), საქართველოს ინტერესებთან და მის მომავალთან?!

 

მოკლედ, ყველა ჩვენ გვაბოლებს და ახალ-ახალ სიურპრიზებს გვაჩვევს, ჩვენ კი...

 

რა არჩევნები, რის არჩევნები, ან რაღა „გრეჩიხა“ და რაღა ივანიშვილი!!!

 

 

ისე, ვისაც „გრეჩიხა“ მოგენატრათ, ასწიეთ ხელი.