სოსო ცინცაძე: “ახლა ვრწმუნდები, რომ ქართველი ერი ავადმყოფია!“

სოსო ცინცაძე:  “ახლა ვრწმუნდები,  რომ  ქართველი ერი ავადმყოფია!“

“ივერიონს“ ექსპერტი და პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრება

 

-ბატონო სოსო, საქართველოს კონსტიტუცია თუ გადაიხედება, სადაც წერია, რომ ოჯახის დეფინიციას ქალისა და მამაკაცის ერთობა წამოადგენს, და ერთსქესიანთა ქორწინება  დაკანონდება, რა პერსპექტივა ელის საქართველოს?

 

-რასაც აიტანს, მაგალითად, ამერიკა,  სადაც დაკანონებულია ერთსქესიანთა ქორწინება, რასაც აიტანს მდგრადი დემოკრატიის ინსტიტუტების მქონე საფრანგეთი, 3-მილიონიანი საქართველო, სადაც არც დემოკრატიაა, არც  კაპიტალიზმი, არც სამოქალაქო საზოგადოებაა ნორმალური, არც სასამართლოა სანდო, არ ზნეობა და მორალია საკვეხარი, არც ტრდაიციები - ეს ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება და ასეთ ქვეყანაში მტერმა იცხოვროს! 

 

 

რატომ არ ვბაძავთ იაპონიას, სადაც ტრადიცია ძლიერია, კიმანო, იკაბანა და კაბუკის თეატრიც არის და,  ამავე დროს, უახლესი სამეცნიერო-ტექნიკური პრიგრესია და ვბაძავთ საყურეებიან და კულულებიან ბიჭებს? მან  ნახევარ მსოფლიოს გაუსწრო, მაგრამ ტრადიციას ხელუხლებლად ინახავს.

 

 საქართველოს, როგორც სახელმწიფოს,  პერსპექტივა უამისოდაც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას . თუ  ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდება საქართვლოში, კიდევ ერთხელ ზედმეტად დავრწმუნდები, რომ ჩვენ არ ვართ სახელმწიფოს შემქმნელი ერი. ამიტომაც ჩევენი იდეალი წარსულია და არა მომავალი. გავიძახით, დიდი იყო საქართველო დავითის და თამარის ეპიქაშიო, სულ წარსულში ვეძებთ მაგალითებსა და იდეალებს, რადგან მომავალი და აწმყო პერსპექტივას არ გვძლევს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ არც წარსული გვაძლევს თავის მოწონების საბაბს- ჩვენი წარსულის ისტორია რამდნად ობიექტურია, ესეც დასადგენია. მაშინდელი მემატიანეები თავიანთი გემოვნებით წერდნენ. რომელი წყარო და დოკუმენტია იურდიულად დამტკიცებული?

 

თუ ინგლისელებივით თავისუფლების ქარტია გვაქვს შემონახული ან  ამერიკის კონსტიტუციის ავტორების მიერ შექმნილი დოკუმენტები? ერთადერთი “ქართლის ცხოვრება“ გვაქვს და ეგაა ჩვენი წარსული და იმას მივტირით.

 

 

ჩვენი საზოგადოება  ფსიქოლოგიურ და მორალურ კრიზისშია. ახლა ვრწმუნდები ცნობილი რუსი  მწერლის, ასტაფევის, სიტყვებში, რომელმაც  1980-იან წლებში ქართველებზე თქვა, ქართული ერი ავადმყოფიაო. სწორი ყოფილა ის კაცი. დღეს ვიღაცები ერთსქესიან ქორწინებას მოითხოვენ, ხოლო  ვიღაც კესარია-მესარია შეიზლება პარლამენტში ჩიპოლინოსავით ვიხილოთ.

 

              ესაუბრა ია ჯღარკავა

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: