სოსო ცინცაძე: კახი კალაძის მიერ “გაზპრომთან“ ურთიერთობისთვის მომზადებულ ხელშეკრულება არასანდოა!“

სოსო ცინცაძე: კახი კალაძის მიერ  “გაზპრომთან“  ურთიერთობისთვის მომზადებულ ხელშეკრულება არასანდოა!“

“ივერიონს“ ექსპერტი და პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრება

 

-ბატონო სოსო, რატომ ჭიანურდება  საქართველოს  “გაზპრომთან“ “ურთიერთობა“ ან რა სარგებლისა და ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს მასზე დამოკიდებულება საქართველოსთვის?

 

-საერთაშორისო ვითარება დღეს სხვანაირია. საქარველოში ბევრმა არც იცის,  რა მოხდა რუსეთსა და ჩინეთს შორის ამ უკანასკნელ კვირაში: ჩინეთი უნდა გამხდარიყო რუსეთიდან გაზის მთავარი 3-მილიარდიანი  იმპორტიორი, მაგრამ მან  უცებ შეაჩერა რუსეთთან მოლაპარაკება  და , რუსული გაზის შეტანის ნაცვლად,  აფრიკიდან ნავთობის შეტანა დაიწყო. ბოლო 10 დღეა ჩინეთი თავის მიწისქვეშა ნავთობსაცავებს ავსებს, რომელსაც ალჟირიდან ტანკერებით ეზიდება. (ეს მარაგი მას 40 წელი ეყოფა).

 

ასე იქცევა ეს ჭკვიანი ქვეყანა, ჩვენთან კი არავინ ფიქრობს მის შემოტანაზე, ვიდრე ის იაფია. დღეს,  როცა რუსეთის გაზზე მოთხოვნა მცირდება, ჩვენ ხელშეკრულება დავდოთ რუსეთთან,  რომ როგორმე გაზი მოგვცეს, უხერხულია.

 

რუსეთს პრობლემები აქვს გაზის მილსადენის ჩრდილოეთ მარშრუტზე, რომლის მშენებლობაც შეჩერებულია.  მალე ის ისეთ ქვეყნად შეიძლება ვიხილოთ, რომელსაც გაზი აქვს, მაგრამ ვერ ყიდის. ამიტომ ჩვენ მახეში არ უნდა გავებათ და რუსული “გაზპრომის“ პირობებით, რომლებშიც ნაღმები და წყალქვეშა რიფებია დამალული,  გაზი არ უნდა ვიყიდოთ. ან უნდა გადავუხადოთ დიდი ფული რომელიმე ევროპულ იურიდიულ  კომპანის, რათა მან ჩვენთვის ხელსაყრელი პირობები ჩამოყალიბოს “გაზპრომთან“ ურთიერთობაში. მე არ ვენდობი კალაძის მიერ შედგენილ ტექსტს. ის არც იურუსტია და არც ამ საქმის სპეციალისტი. ჩვენ არ გვყავს საერთაშორისო დონის იურისტები, რომლებიც “გაზპრომთან“  ურთიერთობას დოკუმენტურად დაარეგულირებენ. თუ ვინმე რუსეთთან ურთიერთობის მომხრეა, პირველი მე ვარ, მაგრამ თუ ვინმეა “გაზპრომთან“  ურთიერთობის მოწინააღმდეგე, აქაც  მე ვიქნები პირველი.

 

 

                         ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: