სოსო ცინცაძე: “ქართულ პოლიტიკურ „ზოოპარკს“ მხოლოდ ძმები გაჩეჩილაძეები აკლდნენ!“

სოსო ცინცაძე: “ქართულ  პოლიტიკურ „ზოოპარკს“ მხოლოდ ძმები გაჩეჩილაძეები  აკლდნენ!“

“ივერიონს“ პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა

 

-ბატონო სოსო, ტელეკომპანია  “მაესტროს“ გარშემო ატეხილი აურზაურის მიღმა დგას თუ არა ხელისუფლების ინტერესი მედიასაშუალებების საკუთარ სამსახურში ჩაყენების შესახებ თუ  მავანთა მცდელობა “ქართული ოცნების“ დისკრედიტაციაა?

 

-მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ტელევიზია გახდა უპირველესი პროპაგანდისტული მანქანა, ყველა ხელისუფლება  დაინტერესებულია მისი ხელშ ჩაგდებით.

 

საინტერესოა, სად და როდის ბედავს ხოლმე ხელისუფლება მის მიმართ თავისი ინტერესის გამოვლენას  ღიად და სად ფარულად?

 

ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში  უმაღლესი თანამდებობის პირი გია გაჩეჩილაძისთანა სკანდალურ ფიგურას სამუშაო დროს კაბინეტში არ შეხვდება, ამას ვერ გაბედავს და არც გარისკავს, რათა მერე საზოგადოების წინაშე არ გაუხდეს თავი სამართლებელი. რას ეტყვის  დღეს კვირიკაშვილი საზოგადოებას,  გია გაჩეჩილაძესთან ერთად ჯეიმს ბონდის რომანებს ვარჩევდიო?!

 

 

მართალია, „რუსთავი  2-ის“  წინააღმდეგ დაწყებული შეტევა ხელისუფლების  კრახით დასრულდა,  თუმცა მას ბრძოლა ჯერ არ დაუსრულებია  და,  აშკარა გაუპატიურებით თუ არა, საბოლოოდ,  ბწკენა -ბწკენით მაინც ავნებს.  ამგვარი შეტევები კიდევ გაგრძელდება.

 

რაც შეეხება ძმებ გაჩეჩილაძეებს, ქართულ  პოლიტიკურ „ზოოპარკს“ მხოლოდ ეგენი  აკლდნენ!

 

 

                     ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: