სოსო ნინცაძე:“ღარიბაშვილი ხელისუფლებისთვის 1001-ე გამაღიზიანებელი იყო“

სოსო ნინცაძე:“ღარიბაშვილი ხელისუფლებისთვის 1001-ე გამაღიზიანებელი იყო“

“ივერიონს“ პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა

 

-ბატონო სოსო, დიდი გამოხმაურება მოჰყვა რამდენიმე დღის წინ თქვენ მიერ “ივერიონისთვის“ მიცემულ ინტერვიუს, სადაც ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, მიმართ კრიტიკა არ დაიშურეთ. მკითხველმა გთხოვათ განგემარტათ, თქვენი აზრით, რატომ წავიდა იგი პოსტიდან?

 

-ძველი პრემიერ-მინისტრი არ წასულა, ხალხო, იგი გაუშვეს! რუსები ამბობენ კარგად- “უშლი!“

 

ეგ თავისი ნებით არსად წამსვლელი არ იყო, მშვენივრად გრძნობდა თავს. თქვენ, რა, ასე მალე დაგავიწყდათ მისი ყელმოღერება?  როცა ქვეყანაში ათასობით გამაღიზიანებელია, 1001-ე აღარ უნდა ხელისუფლებას. წელს არჩევნების წელი რომ არ ყოფილიყო, მშვიდად მივიდოდა არჩევნებამდე 2-3 წლის შემდეგ.  

 

ვიმეორებ, პოლიტიკური  ტაქტი და  ელასტიურობა მაგას არ ჰქონდა.  ევროპა-ევროპას გავყვირით და ოპოზიცია ჩემთვის საერთოდ არ არსებობსო, გაიძახდა. ოპოზიცია გულზე არც ობამას ეხატება, არც ოლანდს და არც მერკელს, მაგრამ ამის შესახებ საჯაროდ კი არ ყვირიან!

 

                        ესაუბრა ია ჯღარკავა

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: