Iverioni
«    ნოემბერი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
11-02-2016, 13:52
ნანახია: 1242

გიორგი ტიგინაშვილი: ნაკურთხი აიფონების თემა საეკლესიო პირების წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილი სპექტაკლი და დისკრედიტაცია

Iphone-ის მაღაზიის კურთხევასთან დაკავშირებით, საეკლესიო საკითხებში უმეცარმა და სამღვდელოების მიმართ მუდმივად ანტაგონისტურად განწყობილმა ადამიანებმა ეს თემა სარკაზმისა და უსულგულო ქილიკის საგნად აქციეს.

 

სინამდვილეში კი რა იყო აქ დასაცინი და საღლაბუცო ნეტავ თუ იციან?

 

ჩვეულებრივ, სასულიერო პირები მორწმუნეთა თხოვნის საფუძველზე, ხშირად აკურთხებენ სახლებს, ყანებს, სასაფლაოებს, სააღმზრდელო, სასწავლო და საზოგადოებრივ დაწესებულებებს. განა რა იყო აქ საღადავო? მღვდელი პატიოსნად მივიდა და დალოცა კონკრეტულ მაღაზიაში მომუშავე ადამიანები, უსურვა მათ ჭერქვეშ მშვიდობა და ღვთის წყალობა, მავანმა კი (მათ შორის მაღაზიის უსინდისო და პროვოკატორმა მენეჯერმა სრულიად უპასუხისმგებლოდ განაცხადა, რომ თურმე და "ნაკურთხი iphone-ბი" აქვს გასაყიდად) ეს მობილური აპარატების "განსულიერებაში" ჩაუთვალა, რაც სრული უტიფრობა და მატრაკვეცობაა.

 

ეს იყო საეკლესიო პირების წინააღმდეგ სპეციალურად დაგეგმილი სპექტაკლი და დისკრედიტაცია, რაც იმთავითვე უცნობი იყო იქ მისული სამღვდელო პირისათვის. ასეთი სიძულვილი, უნამუსობა და ბოღმა მორიელის ნესტარივით თავში არ წაგერჭოთ მაგინებელნო! ღმერთმა გონება გაგვინათოს ყველას!

 

P.S. ამ დროს იკურთხება უბრალოდ საზოგადოებრივი გარემო, სივრცე, სადაც ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან. აქ აბსოლუტურად არ იგულისხმება რაიმე სახის მარკეტინგული წარმატება, რომელიც პიარის სამსახურის პრეროგატივაა მხოლოდ, თუ როგორ გაყიდის პროდუქციას. ასე, რომ მღვდელმა იქ მყოფი პერონალის წარმომადგენლები დალოცა და არა ტელეფონის აპარტები და აქსესუარები.