Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
18-02-2016, 16:55
ნანახია: 3144

ანი დარსალია: მზად ვართ პროტესტის უკიდურესი ზომებისათვის!

   "გაერთიანებული საზოგადოების" თავმჯდომარე ანი დარსალია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

 

   -"2012 წლის არჩევნების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შედეგად ახალგაზრდები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეპოლიტიზაციას მივიჩნევთ. მოვუწოდებთ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და სენატის წევრებს არ დაუშვან საქართველოს უპირველესი უნივერსიტეტის "ნაციონალური მოძრაობის" თავშესაფრად გადაქცევა. რაოდენ მაღალი რიტორიკით არ უნდა ინიღბებოდნენ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თუ ამჟამინდელი ზონდერ ბრიგადების წევრები, ქართული საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი მათი შავბნელი საქმეები. გვინდა ხაზს გასმით განვაცხადოთ, რომ ნაციონალური მოძრაობის ზონდერ-ბრიგადების აქტივისტების მიერ უნივერსიტეტის გაკონტროლებას არც ჯავახიშვილის სახელობის და არც სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები არასოდეს დავუშვებთ. მზად ვართ პროტესტის უკიდურესი ზომებისათვის. საქართველოს დეპოლიტიზირებული უნივერსიტეტები სჭირდება."