Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (7)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
2-03-2016, 14:59
ნანახია: 2575

ირაკლი ალასანია თინა ხიდაშელს პასუხობს - „ჩვენ ნერვებიც მყარი გვაქვს და თავმოყვარეობაც“

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც, ალასანიას "რესპუბლიკელებისგან" განსხვავებით ნერვებმა უმტყუნა. 

 

ალასანიას თქმით, საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, რომ ხიდაშელი უპირისპირდება საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გოგი თოფაძეს და "მრეწველებს", ხოლო "თავისუფალ დემოკრატებს" მაშინ დაპირისპირება ყოფილ პრემიერებთან მოუხდათ. 

 

"საქართველოში მოვლენების და მცნებების აღრევა ხშირად ხდება. ჩვენ ნერვებიც მყარი გვაქვს და თავმოყვარეობაც. მინდა შეგახსენოთ, რომ ხიდაშელს ნერვებს უშლის თოფაძე და "მრეწველების" პარტია, ხოლო ჩვენს წინააღმდეგ იმ დროს მოქმედი და ყოფილი პრემიერები იყვნენ დარაზმული და ჩაგვიშალეს ქვეყნის უშიშროებისთვის და თავდაცვისთვის უმნიშვნელოვანესი საქმე. ასევე, დააკავეს 5 უდანაშაულო სამხედრო მოსამსახურე და თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო თანამშრომელი. ამ 2 ფაქტს შორის ამ კუთხით საკმაოდ დიდი განსხვავებაა", - განაცხადა ალასანიამ. 

 

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის თოქშოუ "არჩევანში" თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ "რესპუბლიკელების" წინააღმდეგ აგორებული კამპანიის მიზანი იყო, რომ მათი პარტია ოპოზიციაში წასულიყო.

 

"ერთადერთი მიზანი, რომელსაც ეს კამპანია ემსახურებოდა, ეს იყო, რომ ჩვენც წავსულიყავით ოპოზიციაში. ვიღაცას რაღაც მომენტში ნერვები უმტყუნებდა. იგივე სცენარი გათამაშდა ალასანიას შემთხვევაში. იგივე სცენარი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენთვის ნერვებს უნდა ემტყუნა. მე ვთვლი, რომ ალასანიას ნერვებმა უმტყუნა და ვთვლი, რომ ისინი არ უნდა წასულიყვნენ ოპოზიციაში. ეს ადრეც მითქვამს. იმ მომენტში ეს არ იყო სწორი არჩევანი. არსად არ ვაპირებ წასვლას. დღეს ძალიან პოპულარულია შეკითხვა - ვინ წავა",- განაცხადა თინა ხიდაშელმა.