Iverioni
«    ივლისი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2020 (3)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
2-03-2016, 15:13
ნანახია: 10557

„9 წლის განმავლობაში ადიგენური

ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ჩილინგარაშვილის განცხადებას, რომელმაც ადიგენში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა, უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე გამოეხმაურა. როგორც დეპუტატმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 9 წლის განმავლობაში "ადიგენური სვიტა" მართავდა ქვეყანას, ლამის იყო მდინარეებს აღმა დააწყებინეს სიარული. დეპუტატის თქმით, "საზოგადოებას ტყუილში და სისხლში აცხოვრებდნენ".

 

"9 წლის განმავლობაში ადიგენური "სვიტა" მართავდა ქვეყანას, ლამის იყო მდინარეებს აღმა დააწყებინეს სიარული და დღეს, ახლა გაზიფიკაციაზე საუბარი უხერხულია. სახელმწიფო გაზიფიცირების პროექტეს აგრძელებს. რამოდემიმე დღის წინ 20 მილიონი გამოიყო მთავრობის მხრიდან და გრძელდება გაზიფიკაციის პროექტი. დაახლოებით 60-მდე სოფლის გაზიფიკაცია უნდა დასრულდეს, მათ შორის ვანის რაიონში, ზედა მუქეთის სოფლებზეა საუბარი და ამისათვის ენერგეტიკის სამინისტროს, მთავრობას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო...გუშინდელი ფაქტი უნდა გავიხსენოთ, სერგო თეთრაძის საქმე, რად ღირს მარტო. ადამიანი, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, მერე აწამეს, ციხეში მოკლეს. ძალიან მოკლე დროში აღძრეს საქმე და იქვე დაამთავრეს დანაშაულის არასებობის გამო. ახლა პროკურატურამ დაასრულა საქმე თეთრაძესთან დაკავშირებით და მისი ბრალეულობა ჯაშუშობის საქმეში არ გამოიხატა. რა დგას ამის უკან? ამის უკან დგას გაუბედურებული ოჯახი", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.