Iverioni
«    ივნისი 2019    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ივნისი 2019 (9)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
4-04-2016, 13:52
ნანახია: 4336

მედია ტური ჟურნალისტებისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში მედია ტური

მოეწყო. ჟურნალისტები ორდღიანი ტურის ფარგლებში გაეცნენ სკოლის საქმიანობას, მიმდინარე სასწავლო პროგრამებსა და უახლოეს გეგმებს. გარდა ამისა, სამუშაო პროცესში შეხვდნენ სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სასწავლო პროგრამების დარგობრივი კურსების მსმენელებს, ტრენერებს და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, დაათვალიერეს სკოლის ინფრასტრუქტურა. 

 

სპეციალურად დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, მედიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს რეგიონის ღირსშესანიშნავი ადგილები, მოინახულეს ბაგრატის ტაძარი, გელათის სამონასტრო კომპლექსი და პრომეთეს მღვიმე.

 

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა, ქეთევან ჯაყელმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში 2016 წლიდან დანერგილ სიახლეზე, რომლის ფარგლებშიც ქართული ენის შესწავლა ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს - ქვეყანაში ლეგალურად მყოფ უცხოელს თუ ადგილობრივ მკვიდრს სახელმწიფოს დაფინანსებით, სრულიად უფასოდ შეუძლია.

 

რაც შეეხება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, სახელმწიფო ენის სათანადო დონეზე შესწავლის შემდეგ, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა მათ პროფესიული კუთხით კვალიფიკაციის ამაღლების საშუალებას აძლევს.

 

როგორც ქეთევან ჯაყელმა აღნიშნა, სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში მიღებული ცოდნა, უმრავლეს შემთხვევაში, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ პირთა დაწინაურების საწინდარი ხდება-ხოლმე.

 

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა 2005 წელს დაარსდა.

 

სკოლის საქმიანობა მიმართულია სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ პირთა პროფესიული დონის ამაღლებაზე სპეციალურად შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით.

 

ეკა ჯიმშელაძე