Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (9)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
18-04-2016, 12:31
ნანახია: 13240

თუ პარლამენტი ძილს არ მიეცემა! ანუ „სამხრეთ ოსეთის“ არსებობის იურიდიული საფუძველი ნულის ტოლია

საქართველოში „ოსეთად“ სხვადასხვა გეოგრაფიული პუნქტებისა და არეა­ლე­ბის მოხსენიება დღემდე მომხდარია მხოლოდ რუსი ოკუპანტების მიერ, დაწყე­ბული 1802 წლიდან (გენერალი კნორინგი). მათი ტენდენცია იყო ზედსართავი სახელის „ოსური“ (Осетинский (ая)) წოდება ადმინისტრაციული ერთეულებისთვის, ხოლო საბოლოო მიზანი _ საქართველოში თავის საყრდენად ოსი მოსახლეობის მასივის შექმნა!

 

1. პირველმიზეზი ამ პოლიტიკისა ის იყო, რომ XVIII-XIX საუკუნეებში ოსები იყვნენ ჩრდილო კავკასიის ერთადერთი მოსახლეობა, რომელიც მხარს უჭერდა რუსეთს ამ რეგიონის დაპყრობაში. „ოსურს“ არქმევდნენ იმ ადგილებს, სადაც ოსები ცხოვრობდნენ რაგინდარა უმნიშვნელო უმცირესობით, და არა იმას, სადაც უმრავლესობაში იყვნენ (უმრავლესობაში ისინი არცერთ დასახლებულ პუნქტში არ ცხოვრობდნენ, მითუმეტეს _ არცერთი მთა, ხეობა ან სოფელი არ სჭერიათ მთლიანად. რუსეთის ეს პოლიტიკა გრძელდება ახლაც. 2015 წლის მანძილზე მათ საქართველოში ხელოვნურად შექმნეს მრავალრიცხოვანი მოსახლეობა ოსური ეროვნებისა. ყოველივე თქმული მეცნიერებაში უხვად და ცალსახად დოკუმენტირებულია.

 

2. 1918 წლის 3-16 მარტს რუსული აგენტურის და ქართველი ბოლშევიკების ხელით ცხინვალში და მის ზემოთ მოეწყო ოსების შეარაღებული ამბოხებები სოციალური (მიწის მიღება) და ეროვნული ლოზუნგით (ოსი ხალხის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული „თვითგამორკვევა“), რომელთაც მაშინვე დაემატა „რუსეთთან შეერთების“ ლოზუნგი. ცხინვალში მოხდა შემოსულ მეამბოხეთა მიერ მოსახლეობის მასშტაბური ჟლეტა. ოსი მოსახლეობა ცხინვალში არ იყო (რამდენიმე ოჯახის გარდა. იქ ცხოვრობდნენ ქართველები, სომხები და ებრაელები). ამბოხებები გაგრძელდა დროგამოშვებით და, ასევე დროგამოშვებით, იქნა ჩაქრობილი ეროვნული გვარდიის მიერ. სიტუაცია სავსებით დაწყნარდა: სახელმწიფო პრობლემას სავსებით მოერია. ბოლშევიკებმა თავისი ძალების ნაწილი (თურქეთის ფრონტიდან დაბრუნებული ორი წითელი ბატალიონი, ძირითადად ოსური პირადი შემადგენლობით) რუსეთში გაიყვანეს.

 

3. ამ დამარცხების შემდეგ რუსეთმა პირდაპირ მიმართა ომს. შემოუტია საქართველოს თავისი რეგულარული არმიით. ლოზუნგი იყო საქართველოს „განთავისუფლება მისი ბურზუაზიული ხელისუფლებისაგან“. ამ შემთხვევაში საქართველომ  მსოფლიოს დახმარებისთვის მიმართა.

 

4. საქართველოს დაპყრობის შემდეგ 1922 წლის თებერვალ-მარტში (რაც საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ 1990 წლის 9 მარტს შეფასდა, როგორც „დაპყრობა და ფაქტობრივი ანექსია“, რუსეთმა ბოლშევიკი მარიონეტების ხელით (ცაკ-ი და საქართველოს მთავრობა) შექმნა საქართველოს მიწაზე „სამხრეთ ოსეთი“, რაც აღინიშნა ტერმინით „Устроить Южную Осетию“. დეკრეტის დედანია რუსული. მოტივი ამ აქტისა ან რაიმე იურიდიული საფუძველი არ სახელდება. აქტის ლეგიტიმურობა ნულის ტოლია, რამდენადაც

 

_ ისტორიისთვის ცალსახად ურყევია (და დოკუმენტირებულია), რომ ხსენებული ორი ორგანო პირწმინდად მარიონეტულია (რუსულია).

 

_ ორივე ორგანოს პირადი შემადგენლობა არის უცხო ქვეყნის პარტიის (რსდრპ) წევრი.

 

_ ხსენებული აქტი ცალსახად განპირობებულია უცხო ქვეყნის პარტიული ორგანოს _ რსდრპ-ს კავბიუროს (ქ. როსტოვი-დონზე) ბრძანებით, ხოლო შემდეგ იმავე პარტიის ცკ-ს გადაწყვეტილებით.

 

პირველ მათგანში ნათქვამია:

Организовать Ревком в Южной Осეтии. Назначить членами Южно-Осетинского Ревкома т.т. Гаглоева, Джатиева и Санакоева. Задачи: 1) распустить Национальный Совет старого состава; 2) объявить Советскую власть. Временно вся власть находится у Ревкома; 3) немедленно сформировать вооруженный отряд; 4) войти в связь с Сев. Осетией и селениями Горийского уезда. Центр движения желателен Цхинвали. В распоряжении Ревкома отпустить 100 тысяч рублей (сто тысяч рублей). (Борьба за победу Советской власти в Грузии. Документы и материалы. 1917-1921 г.г., Тб., 1955, с. 552-553).

 

5. პირველი ორი ციტირებული სამართლებრივი აქტი საქართველოში ოსეთის შექმნისა სავსებით სამართალსაწინააღმდეგოა. შესაბამისად, მათი ძალა, რომ განაგებდნენ და შესაძლებლად ხდიდნენ ამ სახელწოდების ტერიტორიული ერთეულის და მისი ტერიტორიული ნების არსებობას, ნულის ტოლია.

 

მესამე აქტის _ კავბიუროს გადაწყვეტილება უცხო ტერიტორიაზე მოსახდენი მოვლენების შესახებ _ იურიდიული ძალით ნულს უდრის. თვით დეკრეტის იურიდიული ძალაც ნულის ტოლია, რადგან, არ არსებობს (და არც არსებობდა 1922 წელს) საქართველოს კანონი, რომელიც გამოთქვამდა და არეგულირებდა საქართველოს რომელიმე ორგანოს უფლებას საქართველოში ტერიტორიული ავტონომიის შექმნისას.

 

6. საქართველოს უზენაესმა საკანონმდებლო ორგანომ _ უზენაესმა საბჭომ _ 11  1990 წლის დეკემბერს პირნათლად მოიხადა თავისი კანონმდებლობითი მოვალეობა, როცა გააუქმა სამართალსაწინააღმდეგოდ საქართველოში ოკუპანტი სახელმწიფოს (რუსეთის) მიერ ჯერ გამოგონილი, შემდეგ კი, რეალურად შექმნილი „ოსეთი“.

 

მას შემდეგ მოქმედმა „სახელმწიფო საბჭომ“ შევარდნაძის მეთაურობით, შემდეგ პარლამენტმა, აგრეთვე, მათმა შემდგომებმა ჩაიდინეს ღალატის ურთიერთმომდევნო აქტთა სერია: შემოიყვანეს მტრის „სამშვიდობო ძალები“ და შექმნეს ოთხმხრივი არათანასწორუფლებიანი კომისია (რუსეთი, საქართველო, სამხრეთ ოსეთი, ჩრდილოეთ ოსეთი). სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოში უპრო­ტეს­ტოდ მისცა რუსებს საქართველოში მათთვის სასურველი მანევრის საშუალება და უსისხლოდ მოაგებინა ომი ამ მანევრით. ამის შემდეგ გაისროლა მათ მიერ დავა­ლე­ბული ტიპის ჭურვი (მხოლობით რიცხვში) მანამადე დიდი ხნით ადრე ევაკუირებული ქ. ცხინვალისკენ. ანტიქართული მოქმედების გარდა, საქართველოს მმართველებმა ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები გადადგეს უმოქმე­დობითაც, სახელ­დობრ, მსოფლიოს არ განუმარტეს, რომ

 

_ „ოსეთი“ კავკასიონის ქედის სამხრეთით რუსების შეთხზულია და შემდეგ მათივე შექმნილია.

 

_ რომ, ოსური მოსახლეობა საქართველოში მთლიანად დიასპორაა, რომელსაც თავისი სამშობლო (ეროვნული ისტორიული ტერიტორია) კავკასიონის ჩრდილოეთით აქვს.

 

_ რომ, არავითარი გეოგრაფიული, ეკონომიკური, ისტორიული საფუძველი ასეთი „ქვეყნის“ არსებობას არ გააჩნია.

 

_ რომ, დიასპორას არა აქვს და არ შეიძლება ჰქონდეს არავითარი, დანარჩენი მოსახლეობისგან განსხვავებული უფლებები, ტერიტორიის, მისი სახელწოდების, განკარგვის და მართვის მიმართულებით: რომ მისი უფლება ორია და ორივე ეკუთვნის ინდივიდს და არა ერს. ესენია: დაცულობა დისკრიმინაციისგან და დაცულობა სავალდებულო ასიმილაციისგან.

 

_ რომ, საქართველოში 100 ათასი ოსი ცხოვრობს ავტონომიის გარეთ და მხოლოდ 60 ათასი ავტონომიაში.

 

_ რომ, „ოსეთის“ ტერიტორიული ავტონომია აღარ არსებობს, იგი გაუქმებულია (სააკაშვილი ცდილობდა „სამხრეთ ოსეთის“ აღდგენას. მან მკვეთრი ფორმით გამოთქვა „სამხრეთ ოსეთის“ აღდგენის განზრახვა, მაგრამ სამრთლებრივი აქტი არ მოუხდენია).

 

_ რომ, ოსური დიასპორის მცდელობას რუსული დავალებით საქართველოდან გამოყოფისკენ საერთო არაფერი აქვს ჩეჩნების და ქისტების სამართლიან ეროვნულ-განმანთავისუფლებელ ბრძოლასთან.

 

_ დასასრულ, თუ დემოგრაფიული დინამიკის ფაქტორი (ვინ რამდენად გამრავლდა) დაკანონდება პრეცედენტის სახით, როგორც ტერიტორიული სიტუაციის გადახედვის შესაძლო საფუძველი, ეს იქნება სტიმული სხვა ყველა ეთნიკურ ჯგუფთა პანიკური შიშისა სხვა ჯგუფთა დემოგრაფიული წარმატების წინაშე და, შესაბამისად, სტიმული ეთნიკური წმენდისა და გენოციდისთვის ყველა კონტინენტზე.

 

_ შევარდნაძის დანაშაულია ისიც, რომ მან არ შეუშალა ხელი უსაფუძვლო გამოთქმის _ „სამხრეთ ოსეთი“ _ გავრცელებას და არ ირეაგირა ეუთო-ს მისიის აბსურდულ ინსინუაციებზე საქართველოს წინააღმდეგ.

 

_ რამდენადაც მიმდინარე პროცესებში, როგორც ვთქვით, სააკაშვილი ცხინ­ვა­ლის რეგიონში პირდაპირ მოქმედებდა საქართველოს ინტერესების წინააღ­მ­დეგ, და რამდენადაც ივანიშვილის პარლამენტი მყიფე ბალანსის მდგომარეობაშია საქართვე­ლოს ინტერესების დაცვასა და არდაცვას შორის, დღეს, როცა რუსეთს განზრახული აქვს შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა მცირე ქვეყანათა, ან მათ ნაწილთა ანექსი­რებისთვის მათში წინასწარ მარიონეტული სეპარატიზმების ორგანიზების გზით (ეს ბაზა რეალურად უკვე შექმნილია), და როცა რუსეთი ემზადება აფხაზე­თისა და ცხინვალის (ან ორივეს ერთად) ანექსირებისთვის, რათა ამიერკავკასიის მეოთხე სა­ხელმწიფო გახდეს, მაშასადამე _ „უფლება“ მიეცეს ყრუდ გადაუკეტოს გზა დასავ­ლეთს შუა აზიისკენ და პირიქით _ საქართველოს პარლამენტის შეუვალი ვალია რუსეთის ამ შემოტევას გზა გადაუკეტოს საკუთარი კანონმდებლობის გზით _ მოახდინოს საერთაშორისო მტაცებლობის ამ დაგეგმილი ფორმის პირდაპირი ანალიტიკური მხილება მისი დანაშაულებრივი ბუნების თვალსაზრისით და შეიმუ­შაოს სათანადო მკაფიო ფორმულირებები. პარლამენტის მოვალეობაა იურიდიული თავდაცვის ორგანიზება სხვა ანალოგიურ ხიფათთაგან, რომლებიც განჭვრეტადია და განჭვრეტადი იქნება.

 

იმ უთუოდ ხანგრძლივი ანტიქართული აგრესიის ფონზე, რომელსაც რუ­სე­თი გაშლის უახლოეს დღეებში, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია შეუდგეს და სისტემურად განაგრძოს ენერგიული ლობირება ჩრდილო კავკასიის ხალხთა განთავისუფლების წმინდა საქმისა რუსეთის იმპერიის ხელიდან.

 

ამ ლო­ბირების სამართლებრივი საფუძველი უნდა იყოს ის, რომ არ არსებობს ისტორიაში არანაირი ფაქტი ჩრდილო კავკასიის ხალხთა ნების რაიმე ფორმით გამოხატვისა, რა­თა თავისი მიწაწყლით რომელიმე მათგანი თანახმა იყოს რუსეთის იმპერიაში ყოფნისა. აღნიშნული დიპლომატიური იარაღი უდავოდ ითამაშებს ქმედით როლს ჩვენს მშობლიურ რეგიონშიც _ კავკასიაში _ და მსოფლიოშიც კოლონიალიზმის ნაშთთა ლიკვიდაციის საქმეში.

 

მარიამ ბაღდავაძე, ნოდარ ნათაძე, მამუკა გიორგაძე, თენგიზ დიხამინჯია, პაატა კოღუაშვილი, თემურ მჟავია, ნიკა სანებლიძე

16.04.2016