Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (5)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
23-11-2012, 20:36
ნანახია: 3480

პატრიარქი საქართველოს გიორგობას ულოცავს!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს მთელ მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული მიულოცა.


"ქრისტესმიერი სიყვარულით ყველას გილოცავთ ჩვენს დიდ საეკლესიო და ეროვნულ დღესასწაულს – გიორგობას. ძლევამოსილი წმინდა გიორგის მეოხებით ღმერთმა მიანიჭოს ჩვენს ქვეყანას, თითოეულ ჩვენგანს მშვიდობა, სულიერი და ზნეობრივი ამაღლება, სამშობლოს ერთგული და თავდადებული მსახურება, რათა მოვიპოვოთ წყალობა უფლისა. გამთლიანდეს საქართველო და დაიმკვიდროს ჩვენს შორის სიყვარული, ერთობა, ურთიერთთანადგომა და კეთილდღეობა. თქვენთვის მლოცველი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე", - აღნიშნულია მილოცვის ტექსტში.

უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის მილოცვის ტექსტი საპატრიარქოში  პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ წაიკითხა.
შეგახსენებთ, ამჟამად უწმინდესი  ჩეხეთში იმყოფება.