Iverioni
«    თებერვალი 2018    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728 
თებერვალი 2018 (8)
იანვარი 2018 (7)
დეკემბერი 2017 (7)
ნოემბერი 2017 (10)
ოქტომბერი 2017 (13)
სექტემბერი 2017 (4)
30-05-2016, 10:26
ნანახია: 759

გამაფრთხილებელი გასროლა, ანუ რა შუაშია მეგრელები და გურულები?!

კორცხელში (ზუგდიდი) და ნასაკირალში (ოზურგეთი) ადგილობრივ შუალედურ არჩევნებში „ნაციონალების“ გამარჯვებამ ლამის „კუთხური სეპარატიზმის“ ელფერი შეიძინა - ხელისუფლების მომხრეები მეგრელებს და გურულებს „გემოვნებას“ უწუნებენ (ეს ცოტა რბილად ნათქვამია), თუმცა, არ აკონკრეტებენ, თუ რატომ დადგა ასეთი შედეგი და რატომ გაუჩნდათ ზემოთ ხსენებული სოფლების ამომრჩევლებს ნოსტალგია „ნაციონალური“ რეჟიმის მიმართ.

 

სხვათაშორის, ხელისუფლებას ოფიციალური განმარტება არც გაუკეთებია, თუ რამ განაპირობა „ქართული ოცნების“ დაშამათება, თუმცა საზოგადოებას რეალური მიზეზი არ გამოპარვია.

 

კორცხელში საგანგებოდ ჩაყვანილ ზონდერ-სპორტსმენებზე და სამარცხვინო (ხელოვნურად დადგმულ) მუშტი-კრივზე რომ არაფერი ვთქვათ, ხელისუფლებამ ზუსტად მოიმკა ის, რაც დათესა - ანუ, „მამალ ნაციონალს“ დედალი“, ანუ „ოცნებაში“ გადაპორტირებული „ნაციონალი“ დაუპირისპირა და...

 

მადლობა ღმერთს, ხალხს მეხსიერება ჯერ კიდევ არ ღალატობს, მითუმეტეს, ადგილებზე ყველამ ყველაზე ყველაფერი იცის. აქედან გამომდინარე, ერთი შეხედვით, ასეთი მოულოდნელი შედეგი იმიტომ კი არ დადგა, რომ იქაუ ამომრჩეველს მზე და მთვარე „ნაციონალებზე“ ამოსდის, არამედ, იმიტომ, რომ მან (ამომრჩეველმა) თავი შეურაცხყოფილად იგრძნო!

 

არ არის გამორიცხული, „ქართული ოცნების“ უნიათობით თუ შეგნებული დივერსიით უკმაყოფილო ამომრჩეველმა საპარლამენტო არჩევნებზეც იგივე გაიმეოროს!

 

დიახ, თუ ასე გაგრძელდა, ადვილად შესაძლებელია, რომ ფორმალურად რებრენდირებული  „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ისევ დაბრუნდეს!..

 

ხშირად გაიგონებთ, რომ ივანიშვილის დანატოვარი ხელისუფლების კრიტიკა „ნაციონალების“ წისქვილზე ასხამს წყალს. ამ კოზირს დღემდე მშვენივრად იყენებს „ქართული ოცნება“, თუმცა, ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მმართველი პარტია საკუთარი ნებით იკეთებს ხარაკირს, რისი დასტურიც საკუთარ გუნდში „ნაციონალებიდან“ პორტირებული აქტივისტების სიმრავლეა.

 

თუ არ ვცდები ცნობილი ქართველი ფეხბურთელი გელა კეტაშვილი წერდა, რომ ის გაოგნებული დარჩა, როცა „ქართული ოცნების“ ყრილობაზე ოდიოზურ ნაცაქტივისტებს წააწყდა!..

 

მე კატეგორიულად ვემიჯნები იმ ადამიანებს, ვინც თვლის, რომ შუალედურ არჩევნებში გურიამ და სამეგრელომ თავი შეირცხვინა.

 

ჯერ ერთი, სოფელი რეგიონი არ არის, რომ კუთხე ასე აგდებულად მოიხსენიო და ღალატში (უფრო მწვავე შეფასებებიც ისმის) დაადანაშაულო, მაგრამ ხომ უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ანალიზი, თუ რატომ მოექცა ადგილობრივი ამომრჩეველი ასე და რატომ ამჯობინეს გუშინდელი ჯალათი დღევანდელ ლიბერალს, რატომ გადაწყვიტა სამეგრელოს თუნდაც ერთმა სოფელმა ზურგი ექცია ხელისუფლებისთვის, იმ სამეგრელომ, რომელიც ყველაზე მეტად იყო დატერორებული „ნაციონალური“ რეჟიმის ზეობის პერიოდში?! თუმცა, არც გურულებს ადგათ მათგან მაინცდამაინც კარგი დღე.

 

მოკლედ, მეგრელებმა და გურულებმა ძალიან საეჭვოდ „გაისროლეს“, მაგრამ რა შუაშია გურია და სამეგრელო, როცა სხვა არჩევანს უბრალოდ არ ვუტოვებთ?!

 

საბა საბახტარაშვილი