Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
1-06-2016, 10:22
ნანახია: 838

პედაგოგებო, ერთხელ მაინც ერთობლივად დაუპირისპირდით უსამართლობას!

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის განცხადება

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  20 მაისის 419 ბრძანებით 2016 წლის 10 ივნისს დანიშნულია საქართველოს საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოს წევრთა   არჩევნები.

 

მინისტრ სანიკიძის მორიგი დანაშაულებრივი პოლიტიკის წყალობით წინასაარჩევნო პერიოდი მიმდინარეობს უამრავი ხარვეზით და წინასწარგანზრახული დარღვევებით. 

 

კერძოდ, სკოლების დიდ ნაწილში ჯერ არ მომხდარა საარჩევნო კომისიების ფორმირება, არ შემდგარა ოქმები, სასკოლო საზოგადოების ინფორმირებისთვის არ გამოქვეყნებულა კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაციები. მასწავლებელთა, მოსწავლეთა და მშობელთა უდიდესი უმრავლესობა საერთოდ არაა ინფორმირებული არჩევნების შესახებ, ინფორმირებულ ნაწილსაც არ ეძლევა  სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დარეგისტრირების საშუალება. 

 

ინფორმაციული ვაკუუმით სარგებლობენ საჯარო სკოლათა უმრავლესობაში და სამინისტროს მარიონეტმა დირექტორებმა კულუარულად  „დააკომპლექტეს“ საარჩევნო კომისიები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ დირექტორებისა და სამინისტროსთვის ასევე უკვე დაკომპლექტებულ „სანდო“ პირთა არჩევა სამეურვეო საბჭოებში. არერთ სკოლაში დაფიქსირდა მმართველი პარტიის წარმომადგენლების კანდიდატებად თავსმოხვევა.

 

მინისტრის 25 მაისის 424-ე  ბრძანებით  რესურს-ცენტრების უფროსები დანიშნულები არიან სამინისტროს  კოორდინატორებად, რომლებსაც ევალებათ სამოქმედო ტერიტორიებზე მდებარე სკოლებში უზრუნველყონ საარჩევნო პროცესების კანონიერი წარმართვა, მაგრამ ისინი, წინასწარგანზრახულად ან უცოდინრობის გამო არ ასრულებენ ბრძანებით დაკისრებულ მოვალეობას.  ზემოაღნიშნულით ირღვევა სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ დებულების მთელი რიგი, მათ შორის, მე-8 და  მე-18. 5,9 მუხლები.

 

მინისტრ თამარ სანიკიძის უწყების ინტერესებში შედის, ის, რომ სწორედ საზოგადოების არაინფორმირებულობის ფონზე მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში თითქმის მიჩქმალულად ჩატარდეს სამეურვეო საბჭოს წევრთა არჩევნები, რითაც ბევრად ადვილი იქნება როგორც კენჭისყრის, ისე ხმის დათვლის გაყალბება და ამ დარღვევბის დაფარვა საზოგადოებისა და საინფორმაციო საშუალებებისგან.

 

სანიკიძეს ახლა ჰაერივით სჭირდება სასკოლო სისტემის სრული მარიონეტიზაცია და საპარლამენტო არჩევნების წინ დაშანტაჟებულ ელექტორატად გადაქცევა.  ამგვარი გზით ცდილობს ის თანამდებობის შენარჩუნებას დარჩენილ 4 თვეში:

 

ასეთ სიტუაციებში დირექტორები უნდა ამაღლდნენ საკუთარ თავზე და მუქარის მიუხედავად უნდა დაუშვან საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა და დემოკრატიზაცია, პედაგოგები და მშობლები წინ უნდა აღუდგნენ დირექტორთა და სხვა ზემდგომთა პირდაპირ თუ ირიბ უაკანონო აგიტაციას და დაშინებას. სამეურვეო საბჭოებში უნდა აირჩიონ მიუკერძოებელი და აქტიური ადამიანები.

 

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი აგრძელებს მოკვლევას საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს წევრთა არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ ყველა სკოლიდან უშუალოდ პედაგოგებიდან, მშობლებიდან და მოსწავლეებიდან მივიღოთ ინფორმაცია საარჩევნო პროცესებზე და მოვახდინოთ მასზე მკაცრი რეაგირება. ამიტომ, გთხოვთ, დაუყოვნებლივ გვაცნობოთ ნებისმიერი სახის დარღვევის შესახებ.

 

საჭიროა ჯანსაღი ძალების გაერთიანება და პედაგოგების გააქტიურება ადგილებზე, რათა არ დავუშვათ პროცესის სახელისუფლებო ინტერესებით წარმართვა და სანიკიძის დანაშაულებრივი მიზნების რეალიზება.

 

პედაგოგებო, ერთხელ მაინც ერთობლივად დაუპირისპირდით უსამართლობას!

გისურვებთ წარმატებებს!

 

დავით ფერაძე,

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი