Iverioni
«    მაი 2019    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მაისი 2019 (12)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
დეკემბერი 2018 (12)
6-06-2016, 11:22
ნანახია: 920

სოსო ცინცაძე: პრემიერმა სანიკიძის სახით განსაკუთრებით ურეიტინგო და ოდიოზური მინისტრი მოიშორა თავიდან!

-თქვენი აზრით, რამ განაპირობა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება განათლების მინისტრ სანიკიძის პოსტიდან გადაყენების შესახებ?

 

-ყველაფერი დაკავშირებულია წინასაარჩევნი კამპანიასთან. კონკრეტულად, სანიკიძის თანამდებობიდან გადაყენება დაგვიანებულიც კია. პრემიერმა, როგორც ჩანს, უპირველესად განსაკუთრებით ურეიტინგო და ოდიოზური მინისტრის თავიდან მოშორება გადაწყვიტა, რომელსაც, იმედია, სხვა მისთანები მალე მიჰყვებიან.

 

-იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელი ბრძანდებით, გვითხარით, როგორი განათლების მინისტრი სჭირდება დღევანდელ საქართველოს?

 

-დღევანდელს კი არა, ჩვენს ყოფაში მყოფ ნებისმიერ ქვეყანას აბსოლუტურად არ გამოადგება ე.წ. დასავლეთის სტილი, რომელიც მხოლოდ მენეჯერულ უნარ-ჩვევებზეა დაფუძნებული. განათლების მინისტრი სასურველია მეცნიერი იყოს, ან ცხოვრებაში ერთი სამეცნიერო სტატიის დამწერი მაინც. ის უნდა იყოს ავტორიტეტული ადამიანი. საქართველოს ჰყოლია ასეთი მეცნიერები, მაგალითად, ვიქტორ კუპრაძე და სხვა მისთანა კორიფეები.  სამწუხაროდ, შევარდნაძის მმართველობის პერიოდიდან დაწყებული დღემდე, ყველა ხელისუფლება ჯიუტად იმეორებს შეცდომებს, რაც კადრების არასწორ შერჩევას მოსდევს. “ქართულ ოცნებას“ ოთხი წელი ბუღალტერი ჰყავდა განათლების მინისტრად, კულტურის  მინისტრად კი იმპრესარიო ჰყავს, სად გაგონილა ასეთი რამ მსოფლიოში? 

 

-განათლების ახალი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა იქნება თუ არა ამ პოსტისთვის შესაფერისი ფუგურა?

 

-მისი, როგორც მეცნიერის, სახელი არსად გამიგონია. როგორც ვიცი, მართვის სპეციალისტია. განათლების სისტემაში მეცნიერების ფეხი ამოკვეთილია და რას მართავენ, არ მესმის. რა უნდა მართოს, ორი საბავშვო ბაღი? როგორი სპეციალისტია ჯეჯელავა, არავინ იცის, მისი არც გაკეთებული საქმე გვინახავს და არც გაფუჭებული.

 

-წინ ეროვნული,  მასწავლებელთა და სხვა ტიპის  გამოცდებია, ასეთ დროს შედეგიანი იქნება სანიკიძის პოსტიდან გადაყენება?

 

-სანიკიძე დიდი ხნის წინ უნდა გადაეყენებინათ. მე გადავწყვიტე მივიდე განათლების სამინისტროშიც და ეროვნული გამოცდების ხელმძღვანელ მაია მიმინოშვილთანაც, რათა მივუტანო მათ პირველკურსელთა მიერ დაწერილი დავალების ნიმუშები და ვკითხო, ეს ხალხი როგორ აბარებს ეროვნულ გამოცდებს? მაგალითად, 2-კურსელი მომავალი დიპლომანტი მიწერს, რომ მე-2 მსოფლიო ომი წამოიწყო გერმანიამ, ჩინეთმა და ამერიკამ. ეს იმის ბრალია, რომ სკოლებში სწავლება საერთოდ არ არის, ჩვენში უკვე სკოლა სკოლას არ ჰგავს და უმაღლესი - უმაღლესს. ამ კერძო უმაღლესებმა, ნაწვიმარზე სოკოებივით მომრავლებულმა, მიწასთან გაასწორა განათლება. ცოდნას, დიპლომს, ლექტორსა და სტუდენტს ფასი არ აქვს, ფული თუ გაქვს, გადაიხადე და სახლში მოგიტანენ დიპლომს, რომელ ეროვნულ გამოცდებზეა ლაპარაკი?!

 

კომუნისტების დროსაც იყო განათლების სისტემა კორუმპირებული, მაგრამ კორუფცია იქ ჩარჩოებში იყო მოქცეული, მართვადი იყო და არა დღევანდელივით ქაოსური. იმ კორუმპირებულ სისტემაში წარმოუდგენელი იყო დღევანდელი სტუდენტების უმრავლესობის მსგავსი უვიცი ახალგაზრდები უმაღლესში მოხვედრილიყო.

 

-სად “გაუშვებენ“ სანიკიძეს?

 

-ალბათ საპარლამენტო სიაში შეიყვანენ. დღეს ხომ ქართული პარლამენტი ის დაწესებულებაა, სადაც მნიშვნელობა არ აქვს, გენიოსი გიზის  თუ იდიოტი. ერთადერთი, მთავარია, დალტონიკი არ იყოს, რათა  ფერადი ღილაკები გაარჩიოს.

 

 

                                      ესაუბრა ია ჯღარკავა