Iverioni
«    სექტემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სექტემბერი 2018 (9)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
9-06-2016, 11:15
ნანახია: 2848

ჰამლეტ ჭიპაშვილი: მეჭიაურს ივანიშვილი აფინანსებს!

-როგორ შეაფასებთ უცნაური  სახელწოდების მქონე ახალ პარტიას  “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსათვის“?

 

-მეჭიაურმა განაცხადა, რომ ის პარტიის შექმნამდე ივანიშვილთან დალაპარაკებას აპირებდა. “ქართული ოცნებისთვის“ და ივანიშვილისთვის მეჭიაური დისტანციურად მისაღებია.

 

 დარწმუნებული ვარ, ივანიშვილმა მეჭიაურს ახალი პარტიის დაფინანსება შესთავაზა.

 

მეჭიაური დამოუკიდებლად, შემოწირულობითა და ინტელექტუალური სიმდიდრით  პარტიას  ვერ შექმნის, რადგან არცერთი არ გააჩნია.

 

პარტიის შექმნასა და  რაიონებში ორგანიზაციების ჩამოყალიბებას დიდი ფული სჭირდება. ფულია საჭირო ოფისების დასაქირავებლად, გადასაადგილებლად, პარტიის სხვა წვრილმანი ხარჯებისთვის. ამ მხრივ მეჭიაურს დიდი პრობლემები შეექმნებოდა, რომ არა ივანიშვილი, რომელმაც გადაწყვიტა შეექმნა სატელიტური პარტია, რომელიც ხმების წამრთმევი იქნება არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიებისთის. თუ მოხდა სასწაული და მეჭიაურის პარტია პარლამენტში აღმოჩნდა, ეს იქნება “ოცნების“  მხარში მდგომი, ვითომ არა “ოცნებასთან“, სინამდვილეში, მისი სატელიტი პარტია!

 

რით არის ივანიშვილი განსხვავებული სააკაშვილისგან, რომელმაც სატელიტ პარტიებად შექმნა ბურჭულაძის  “სახელმწიფო ხალხისათვის“, “გირჩი-მირჩი“ და სხვა?

 

                                      ესაუბრა ია ჯღარკავა