Iverioni
«    მაი 2018    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
მაისი 2018 (6)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
იანვარი 2018 (7)
დეკემბერი 2017 (7)
9-06-2016, 11:19
ნანახია: 4154

გია ხუხაშვილი: ერთკაციანი პარტიები პარლამენტში შესაძვრომად იქმნება!

-როგორ შეაფასებთ ორიგინალური სახელწოდების მქონე ახალ პარტიას  “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსათვის“?

 

-კარგად ვიცი,  რას ნიშნავს პოლიტიკური პარტიის დაფუძნება არჩევნებამდე 4 თვით ადრე. ამ პროცესს თან სდევს ძალიან რთული ტექნიკური სამუშაო, ასე მოკლე ვადაში რაიმე სერიოზული შედეგის მიღება, რაც არ უნდა კარგად გამოიყურებოდეს პარტია, შეუძლებელია.

 

მეჭიაურთან ერთად გამოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც საზოგადოების ნდობით სარგებლობენ, მაგრამ მათი პოლიტიკური რესურსების მიმართ მაღალი აზრის არ ვარ.

 

ასეთი პარტიები იქმნებიან იმისთვის, რომ ან ხელისუფლების ინფრასტრუქტურა გაამდიდრონ ან ოპოზიციისა, ან სავაჭრო ობიექტად იქცნენ, კოალიციაში თუნდაც ერთი ადგილის მოპოვების შემდეგ. ასეთი ერთკაციანი პარტიები ბევრი გვინახავს, რომელთა ლიდერები პარლამენტში შესაძვრომად ყველაფერს სჩადიან. (მეჭიაურის მიზანი შეიძლება სხვა იყოს). ბურჭულაძის პარტია, ამ ბოლო დროს, ახალი პარტიების დაფუძნების პროცესში,  იყო უკანასკნელი, რომელსაც პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვს, სხვა ახლებისთვის ეს კარები ჩაკეტილია!

 

                              ესაუბრა ია ჯღარკავა