ჰამლეტ ჭიპაშვილი: მკვდარი მკვდარს აეკიდა!

ჰამლეტ ჭიპაშვილი: მკვდარი მკვდარს აეკიდა!

-რას იტყვით “პატრიოტთა ალიანსისა“ და მასთან შეამხანაგებული 5 პოლიტიკური პარტიის შესახებ?

 

-მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ისეა მათი საქმე. კარგა ხანია ამ პარტიების მარტო სახელებია შემორჩენილი. თუკი პარტია აპირებს პარლამენტში მოხვედრას, ეს დამოუკიდებლად უნდა შეძლოს. ასეთ გაერთიანებას,  მით უმეტეს,  განსხვავებული აზრის მატარებლებისას, ახალ ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში ცნობილია, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ, ერთმანეთში აქვს განხეთქილება. ამის რეალური მაგალითი “ქართული ოცნებაა“.

 

წარმოუდგენლად მიმაჩნია კუკავას, ასათიანის, ჯოჯუას, თარხან-მოურავისა და სხვათა თანამშრომლობა. მათი მიზანი მხოლოდ პარლამენტში შესვლაა. ასეთი გაერთიანება, საკუთარი თავის გარდა, ქვეყნისთვის  სიკეთის მომტანი არაა.

 

                                                                             ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: