Iverioni
«    დეკემბერი 2017    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ნოემბერი 2017 (10)
ოქტომბერი 2017 (13)
სექტემბერი 2017 (4)
აგვისტო 2017 (7)
ივლისი 2017 (8)
ივნისი 2017 (9)
29-06-2016, 10:00
ნანახია: 541

ბატონო პრემიერო, საჩქაროდ განთავისუფლდეს თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან!

,,სახალხო პარტიის" განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ანტისახელმწოფოებრივ ქმედებებზე.

როგორც მოგეხსენებათ, თავდაცვის მინისტრმა საჯაროდ, დემონსტრაციულად და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების გარეშე ხელი მოაწერა ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას - სავალდებულო სამხედრო გაწვევის გაუქმების შესახებ.

ჩვენი აზრით, ეს თავდაცვის მინისტრის მორიგი დემარშია ,,ვიღაცის" ყურადღების მისაპყრობად, რადგან ნატო არცერთ დოკუმენტში არ ითხოვს სავალდებულო გაწვევის გაუქმებას და ევროპის მთელი რიგი ქვეყნები, მაგ. პოლონეთი, უკვე ნანობს ანალოგიური ნაბიჯის გადადგმას და სერიოზულად ფიქრობს საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლას!

აქვე ვიტყვით, რომ სავალდებულო გაწვევა კი არ უნდა გაუქმდეს, არამედ, უნდა შეიცვალოს 4 ათასამდე წვევამდელის სახელმწიფო დაცვის სამსახურში გაწვევის მანკიერი პრაქტიკა.

ამასთანავე შეგახსენებთ, რომ ქ-ნი მინისტრი ჯერ ამერიკაში წარსდგა ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინაშე და მათ მშიშრები უძახა, შემდგომ ნატოს სასწავლო წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად ჩვენი საბრძოლო ქვედანაყოფი არ გააგზავნა სასაცილო ,,ჩუტყვავილის" მიზეზით. ვარშავაში კი ხაზგასმით განაცხადა, რომ ჩვენთვის ნატოს კარები დახურულია დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის გამო.

მისი მინისტრად დანიშვნის დღიდან ქ-ნ- მინისტრი შეგნებულად ქმნიდა ცრუ მოლოდინებს ნატოსთან მიმართებაში, რათა ბოლოს ამ ყველაფერს პირიქით, უარყოფითად ემუშავა და ქვეყანაში დასავლეთისადმი ნდობის ხარისხი საგრძნობლად გაუარესებულიყო.

და ყოველივე ამას ჩადის და ჩადიოდა ტერიტორიებ ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის მინისტრი.

ვთვლით, რომ ყოველივე ეს შემთხვევითი არ არის და შეგნებულად მიმართულია ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.

მივმართავთ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, მიიღოს პრინციპული გადაწყვეტილება და გააკეთოს განაცხადი თინა ხიდაშელის დღესვე თავდაცვის მინისტრობიდან გათავისუფლების შესახებ (საქმეს ბოლომდე რომ გააფუჭებს ორ თვეში არჩევნებისთვის ისედაც გადადგება) და დაავალოს შესაბამის სამსახურებს შეისწავლონ მისი ქმედებების კანონიერება და ქვეყნისთვის საჭიროება.

წინააღმდეგ შემთხვევაში მივიჩნევთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობს თავდაცვის მინისტრის მხრიდან ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ საქმიანობას.

ბატონო პრემიერ მინისტრო,

გაითვალისწინეთ, ქვეყნის მდგომარეობაზე პირადად თქვენ და მთლიანი მთავრობაა პასუხისმგებელი და არა ერთი რომელიმე მინისტრი.


„სახალხო პარტია“