Iverioni
«    სექტემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სექტემბერი 2018 (11)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
30-06-2016, 16:37
ნანახია: 1204

ზაურ ნაჭყებია: თუ ხელისუფლებას ხალხის ხმა არ ესმის, ხალხი უნდა აბობოქრდეს და გააგონოს!

გამოხმაურება ზვიად ტომარაძის ფეისბუქ-სტატუსზე „41 შეკითხვა ქართულ ოცნებას“

 

ამ ორიოდე დღის წინ სოციალურ ქსელში დემოგრაფიული ფონდის გენერალური დირექტორის ბ-ნ ზვიად ტომარაძის სტატუსი გამოქვეყნდა სათაურით „41 შეკითხვა ქართულ ოცნებას“.

ამ რიტორიკული შეკითხვებით ბატონმა ზვიადმა საზოგადოების გულისთქმა გაახმოვანა და „ქართულ ოცნებას“ საკუთარი დაპირებები და ვალდებულებებიც შეახსენა. თუმცა, პასუხის გამცემი ვინ არის - არც სათქმელი აქვთ და, რაც ყველაზე საგანგაშოა, თავსაც არ შეიწუხებენ, რადგან, ისინი საზოგადოების წინაშე არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობენ!

ეტყობა „41 შეკითხვა“ ბატონმა ზვიად ტომარაძემ სიმბოლურად დაამთხვია „ქართული ოცნების“ საარჩევნო ნომერს, თორემ შეკითხვების ნუსხა იმდენად მასშტაბურია, პასუხის გაცემის სურვილი რომ გაუჩნდეთ, ამ პროცესებში მთელი სამთავრობო კავალერია უნდა ჩაერთოს.

საზოგადოების სამართლიან ხმას სრულად რომ უგულებელყოფენ, ამაში საკუთარ თავზე დავრწმუნდი, როცა საქართველოს მოქმედ პრემიერ-მინისტრს ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილს ორგზის ღია წერილით მივმართე, სადაც ლაკონურად ვითხოვდი პასუხს. რატომ არაფერს აკეთებს დღევანდელი მთავრობა „საქართველოს სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის აღსასრულებლად. მითუმეტეს მაშინ, როცა კანონის აღსრულების ყველა ვადა ამოწურულია.

იმდენი სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი პრობლემებია ჩამოთვლილი ზვიად ტომარაძის კითხვებში, არ მიკვირს, რატომ არ შეიწუხეს თავი და რატომ არ უპასუხეს ჩემს ღია ბარათებს, რადგან, მათთვის ქართული ენა - ერის სიცოცხლისუნარიანობის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი ისეთივე „უმნიშვნელოა“, როგორც თავად ქართველი ერი, რომელიც მხოლოდ თავისთვის იჭაჭება და მცირე (უმნიშვნელო) ფასადური ცვლილებებითაც კმაყოფილდება!

იმის გათვალისწინებით, რომ ზვიად ტომარაძის ლეგიტიმურ და სამართლიანად დასმულ შკითხვებს „ქართული ოცნება“ არ უპასუხებს, შევეცდები ჩემი კომპეტენციის ფარგლებში განვიხილო რამდენიმე მათგანი. იმედია, ბატონი ზვიადი არ მიწყენს, მაგრამ, აქ ზოგი ისეთი კითხვებია, რომც მოინდომონ, უბრალოდ, მთავრობას პასუხი არ ექნება, რადგან, ქვეყანაში ყველაფერი წინასწარდაწერილი სცენარით ვითარდება.

ავიღოთ პირველი კითხვა:
რატომ არ აღადგინეთ სამართლიანობა?

ბატონო ზვიად, ამ კითხვას მე ასე დავსვამდი: რატომ არ იზრუნეთ სამართლიანობის დამკვიდრებისთვის? ესენი სამართლიანობას ვერ აღადგენენ, რადგან ჩვენ სამართლიან სახელმწიფოში არასდროს გვიცხოვრია! ხოლო, რატომ არ იზრუნეს სამართლიანობის დამკვიდრებაზე, მათ ამ თვალსაზრისით არსებითი ნაბიჯები რომ გადაედგათ, თქვენს მიერ დასმული კითხვების მესამედიც არ დაგროვდებოდა _ ყველაფერი აქედან იწყება!

ჯერ ერთი, ისინი სამართლიანობის დასამკვიდრებლად არც მოსულან, მეორეც, ისე კარგად მოირგეს სააკაშვილისდროინდელი სისტემა, ელემენტარული სურვილიც არ გასჩენიათ სისტემური ცვლილებები დაეწყოთ, რადგან, ამას პოლიტიკურ ნებასთან ერთად პროფესიონალთა არმიაც სჭირდება! და მერე, ვინ ეძებს პროფესიონალებს საქართველოში?

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი დანაშაულებრივი მოღვაწეობის სამართლებრივ შეფასებას და კოჰაბიტაციაში შესვლას „მკვლელებთან და დამნაშავე რეჟიმის პარტიასთან“, ეგეც პირველივე კითხვის გაგრძელებაა - სამართლებრივი შეფასება რომ მიეცათ და „ნაციონალებთან“ კოჰაბიტაციაში რომ არ შესულიყვნენ, მაშინ, მუდმივი „საფრთხობელა“ არ იარსებებდა „ნაციონალების“ სახით და თავიანთი უმოქმედობის (უუნარობის) სხვაზე გადაბრალებაც გაუჭირდებოდათ!

ანუ, „ქართული ოცნება“ ცდილობს „ნაციონალების“ ხელისუფლებაში მობრუნების შიშით მუდმივ პანიკაში ჰყავდეს საზოგადოება.

რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, ისიც კმაყოფილია, რადგან საუბარი არა მათი კრიმინალური საქმიანობის სამართლებრივ დას პოლიტიკურ შეფასებაზე, არამედ, მათ ხელისუფლებაში დაბრუნებაზეა. აი, რისთვის სჭირდებათ კოჰაბიტაცია ორივე მხარეს!

ძალიან საინტერესოა რიგით მე-9 კითხვა:

რატომ ჩაწერეთ ანტიდისკრიმინაციულ კანონში ტერმინები: „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“, რითაც ჰომოსექსუალიზმი ბუნებრივ ნორმად აღიარეთ?

ბატონო ზვიად, იმიტომ ჩაწერეს, რომ გადაჭარბებით შეესრულებინათ „დავალება“ და მეტი მხარდაჭერა მიეღოთ საკუთარი სკამების შესანარჩუნებლად.

მეორეც, მუდმივად უნდა ვიყოთ პანიკაში, რომ საქართველოში ერთნაირსქესიანთა ქორწინება არ დაკანონდეს!!!

რაც შეეხება დანარჩენ კითხვებს, როგორც გითხარით, ყველა მათგანი ლეგიტიმურია, მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებთ: ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული გადაწყვეტილებები მოქმედი ხელისუფლების მხრიდან.

განსაკუთრებით გამოვყოფ კითხვას, რომელიც მიწის კანონს ეხება (მე-11, მე-12).

11. რატომ არ მიიღეთ ცვლილებები მიწის კოდექსში, რის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს   

      შეეზღუდებოდათ ქართული მიწის შესყიდვა?
12. რატომ არ მიიღეთ მიწის კოდექსი?

იმიტომ, ბატონო ზვიად, რომ ძლიერთა ამა სოფლისათა ნებით ქართველები საკუთარ მიწაზე ხიზნებად იქცნენ. თან, ქართველმა ბიუროკრატებმა ცოტა ხელიც ხომ უნდა მოითბონ? ყოველთვის კი არ იქნებიან ხელისუფლებაში!

თქვენს კითხვაზე - რატომ დაანგრიეთ საყდრისის საბადო? - ნამდვილად ვერ გიპასუხებენ, რადგან ეს საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია (თვითონ ხომ არ აღიარებენ?!).

მე გიპასუხებთ: იმიტომ, რომ წაშალონ ისტორიული მეხსიერება (რაც მავანის ინტერესში შედის). მეორეც, ავი ენები ამბობენ, რომ იქ ძალიან დიდი ფული იჭრება!

რაც შეეხება სხვადასხვა ქვეყნის ელჩების მხრიდან ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას (30) და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან წამოსულ დირექტივებს, „რომლის მიხედვით იმართება ქვეყანა“ (31), მე მგონი ამ კითხვაზეც მე უნდა გიპასუხოთ: ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ეს (და ნებისმიერი აქამდე მყოფი - გამსახურდიას ხელისუფლების გარდა) ხელისუფლება სწორედ მათი დასმულია და კარგი დედმამიშვილები იქნებიან არ დაემორჩილონ „ზემოდან“ წამოსულ დირექტივებს.

რაც შეეხებათ ასო-ებს, ისინი სწორედ იმიტომ ფინანსდებიან, რომ „პატრონების“ (ფინანსური არტერია) სტრატეგიული და იდეოლოგიური მიზანსწრაფვის აღსრულება აიძულონ ხელისუფლებას!

შეიძლება რამდენიმე კითხვის გაერთიანებაც, თუმცა, რიტორიკული კითხვა: რატომ? უკვე აზრს კარგავს, რადგან ყველაფერი ერთ ყალიბში ჯდება - იმიტომ, რომ მე ასე დამავალეს და ასე მინდა გავაკეთო!

უფრო უპრიანი იქნებოდა, ლეგიტიმური კითხვა საზოგადოებისთვის დაგვესვა: რატომ ვაძლევთ უფლებას ჩვენს „არჩეულ“ მთავრობას ასე მოიქცეს და ანტისახელმწიფოებრივ შეთქმულებაში იქნას ჩათრეული? (თუმცა, მათი „ჩათრევა“ ნებაყოფლობითია).

სამწუხაროდ, ჩვენ ცხენს ვერ ვერევით (არც ვცდილობთ, მოვსინჯოთ) და უნაგირს ვამტვრევთ - მხოლოდ რიტორიკული განცხადებებით ვირთობთ თავს. ხშირად ისეთ „კორიანტელს“ დავაყენებთ, ლამისაა წავლეკოთ საქართველოს მაოხრებელთა კასტა, მაგრამ ნემსგარჭობილი ბურთივით უცებ ჩავიფუშებით და...

თუმცა, ისეც არ არის, არ ვაცნობიერებდეთ რაც გვჭირს, არც ისეა საქმე, არ ვიცოდეთ როგორ გამოვიდეთ ამ მოჯადოებული წრიდან, მაგრამ, მთავარი გვაკლია - საღი აზრების გაერთიანება და ერთ მუჭად შეკვრა საერთო (სახელმწიფოებრივი) ინტერესების მისაღწევად!

ასე, რომ ბატონო ზვიად, 41 კი არა, 1041 კითხვაც რომ დავსვათ, ხელისუფლება ყურს მაინც არ გვათხოვებს.

 

ხოლო, თუ ჩვენს ემოციებს (სახელმწიფოებრივ ცნობიერებას და პატრიოტულ აღტკინებას) გავაერთიანებთ და მტკიცედ დავდგებით, შეიძლება რიტორიკული კითხვების დასმაც არ დაგვჭირდეს!

არ არსებობს კარგი ხელისუფლება - ყველა ხელისუფლება ისე იქცევა, როგორი დაკვეთაც საზოგადოებისგან მოდის. ჩვენ კი ამაზე უკეთესს არ ვიმსახურებთ!!!

 

თუ ასე გავაგრძელებთ, უფრო უარესის მოლოდინში უნდა ვიყოთ!

არსებობს ერთი ჭეშმარიტებაც: თუ ხელისუფლებას ხალხის ხმა არ ესმის, ხალხი უნდა აბობოქრდეს და გააგონოს!

ზაურ ნაჭყებია,

„ქართული პლატფორმა“

 

 

 


      41 შეკითხვა „ქართულ ოცნებას“


1. რატომ არ აღადგინეთ სამართლიანობა?
2. რატომ არ მიეცით სამართლებრივი შეფასება „ნაციონალური მოძრაობის“ 9 წლიან დანაშაულებრივ მოღვაწეობას?
3. რატომ შევიდა ქართული ოცნება კოჰაბიტაციაში მკვლელებთან და დამნაშავე რეჟიმის პარტიასთან?
4. რატომ ინიშნებიან სხვადასხვა თანამდებობაზე ნაციონალური მოძრაობის კადრები, ხოლო ვინც დიდი წვლილი შეიტანა

    ნაციონალური მოძრაობის დამარცხებაში, უმუშევარია?
5. რატომ არ შეზღუდეთ აზარტული თამაშების ბიზნესი?
6. რატომ ჩააგდეთ პარლამენტში აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვის კანონპროექტი?
7. რატომ არ აკრძალეთ ონლაინ სწრაფი სესხები?
8. რატომ არ შეიქმნა სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, რომელიც 2015 წლის 22 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ

    მიღებული "სახელმწიფო ენის შესახებ" კანონის მიხედვით 2016 წლის 1 თებრვლამდე უნდა შექმნილიყო?
9. რატომ ჩაწერეთ ანტიდისკრიმინაციული კანონში ტერმინები: „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“, რითაც

    ჰომოსექსუალიზმი ბუნებრივ ნორმად აღიარეთ?
10. რატომ არ დააყენეთ პარლამენტში კენჭისყრაზე საკონსტიტუციო შესწორება „ქორწინების განმარტების“ შესახებ?
11. რატომ არ მიიღეთ ცვლილებები მიწის კანონში, რის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეეზღუდებოდათ ქართული მიწის

     შესყიდვა?
12. რატომ არ მიიღეთ მიწის კოდექსი?
13. რატომ არ მიიღეთ ეკონომიკური სასურსათო უსაფრთხოების კონცეფცია?
14. რატომ არ მიიღეთ კანონი „ადგილობრივი წარმოების დაცვის შესახებ“?
15. რატომ არ აკრძალეთ გემოდიფიცირებული საკვების შემოტანა?
16. რატომ არ მიიღეთ კანონი „ქველმოქმედების შესახებ“?
17. რატომ არ მიიღეთ კანონი „ცილისწამების შესახებ“?
18. რატომ არ მიიღეთ კანონი „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ“?
19. რატომ არ იქნა დაშვებული ID ბარათების ალტერნატიული პირადობის მოწმობები?
20. რატომ არ აიღეთ სიონსა და ანჩისხატს შორის არსებული კაზინო „შანგრილა“?
21. რატომ არ აიღეთ რესპუბლიკის მოედნიდან „უმისამართო ველოსიპედი“?
22. რატომ არ აიღეთ რიყეზე „დაყრილი მილები“, რომელიც ამახინჯებს ქალაქს?
23. რატომ არა გაუუქმეთ ხელშეკრულება, ყაჩაღ კომპანია „სითი პარკს“?
24. რატომ დაანგრიეთ საყდრისის ოქროს საბადო?
25. რატომ აჩერებთ რესპუბლიკელებს მინისტრის პოსტებზე? მითუმეტეს ისეთი მნიშვნელოვანი სამინისტროს, როგორიცაა

     თავდაცვის სამინისტრო?
26. რატომ არ სცადეთ სააკაშვილის მიერ საკუთარ თავზე მორგებული, სახელისუფლებო შტოებს შორის მართვის მოდელის შეცვლა,

      რაც აზარელებს ქვეყანას?
27. რატომ არ მოაწესრიგეთ საარჩევნო კანონმდებლობა?
28. რატომ არ შემცირდა მნიშვნელოვნად კომუნალური ტარიფები?
29. რატომ არ შეცვალეთ პარტიების დაფინანსების წესი, რომელიც თავის დროზე ნაციონალურმა მოძრაობამ ბიძინა ივანიშვილის

      წინააღმდეგ შექმნა?
30. რატომ აბედინებთ სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს ჩაერიონ ქვეყნის საშინაო საქმეებში?
31. რატომ აძლევთ არასამთავრობო ორგანიზაციებს იმის უფლებას, რომ მათი დირექტივების მიხედვით იმართებოდეს ქვეყანა?
32. რატომ ატყუებთ საზოგადოებას ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ილუზიებით?
33. რატომ არ სცადეთ დალაპარაკება რუსეთის ხელისუფლებასთან, სხვანაირად როგორ წარმოგიდგენიათ ოკუპირებული

      ტერიტორიების დაბრუნება?
34. რატომ მიიღეთ საფრთხის შემცველი კანონი „იუვენალური იუსტიცია“?
35. რატომ აპირებთ სკოლებში ახალი საგნის მე და საზოგადოების დანერგვას, რისი სწავლებაც ძირითადი საგნების საათების

     შემცირების ხარჯზე უნდა მოხდეს?
36. რატომ არ დააბრუნეთ სკოლებში იაკობ გოგებაშვილის დედაენა?
37. რატომ არაფერი იღონეთ სააფთიაქო მონოპოლიის წინააღმდეგ, რის გამოც შენარჩუნდა გაბერილი ფასები მედიკამენტებზე?
38. რატომ არ მოწმდება საწვავის ხარისხი?
39. რატომ არ გამოიძიეთ სააკაშვილის დროს გაყიდული სტრატეგიული ობიექტების საქმეები?
40. რატომ არ გამოიძიეთ ზვიად გამსახურდიას, გურამ შარაძის, ზურაბ ჟვანიას და სააკაშვილის რეჟიმის დროს მომხდარი

      გახმაურებული მკვლელობები?
41. რატომ უნდა გენდოთ ამომრჩეველი, თქვენი 4 წლიანი მოღვაწეობით ეს დაიმსახურეთ?

ზვიად ტომარაძე (28.06.2016)