დავით სალია: „სანიკიძეზე უკეთესი“ სანიკიძის გაფუჭებული საქმის გამოსწორებას არ ცდილობს!

დავით სალია: „სანიკიძეზე უკეთესი“ სანიკიძის გაფუჭებული საქმის გამოსწორებას არ ცდილობს!

ზონდერები თავს ისევ არხეინად გრძნობენ!

 

ეს კრიტიკული სტატია „ივერიონმა“ დავით სალიასგან მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ სარედაქციო ჩარევების გარეშე ვბეჭდავთ, სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი.

„ივერიონი“ სიამოვნებით დაუთმობს ადგილს მოპასუხე მხარესაც.

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის უკომპრომისო ბრძოლის შედეგად, როგორც იქნა გადააყენეს, როგორც იქნა შეელიენ  მავნებელ მინისტრ სანიკიძეს - მიხვდნენ, რომ მისი ყოფნა პოლიტიკურ ვიტრინაში წამგებიანი იყო! 

„მავრმა“ გააკეთა საქმე - „მავრი“ გაუშვეს!!!

მის  სახელს უკავშირდება განათლების სისტემაში  მასობრივი რეპრესიები, მორალური ტერორი, კორუფცია, ნეპოტიზმი, უსამართლობის არნახული აღზევება, ფასადური კონკურსები. 

მისი გაშვებით მოქალაქეებს და განსაკუთრებით საგანმანათლებლო სივრცის წარმომადგენლებს გაუჩნდა სასიკეთო ცვლილებების იმედი, მაგრამ ეს იმედი ძირშივე გაქარწყლდა ახალი მინისტრის - "სანიკიძეზე უკეთესის" პირველივე განცხადებით, რომ ის საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს...

არადა ელემენტარული ჭეშმარიტებაა: საკადრო პოლიტიკა არის საწინდარი იმ უმსგავსობების გამოსასწორებლად, რაც სანიკიძემ დაუტოვა სისტემას.

საქმე კი შემდეგში გახლავთ: დღესაც შიდა აუდიტის დეპარტამენტს - სამინისტროს შიდა აუდიტს ხელმძღვანელობს ალექსანდრე ონოფრიშვილი თავისი ზონდერ ჯგუფით და კვლავ აგრძელებს იმ უკანონობებს, რაც ზემოთ ჩამოვთვალე.

ჩვენმა ცენტრმა და პირადად ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ფერაძემ არა ერთხელ ამხილა მისი საქმიანობა კონკრეტული ფაქტებით და შესაბამისი მასალებით. მინდა შევახსენო "სანიკიძეზე უკეთესს", თუ ვინ ბრძანდება ალექსანდრე ონოფრიშვილი ზედმეტ სახელად "კრასავჩიკი" (კგბ-ს ისევე, როგორც ქურდულ სამყაროს,  თავის წარმომადგენლებზე აქვს ზედმეტ სახელთა  იგივე „კლიჩკების“  სისტემა).

1.    „სასახელო წარსული“
გავრცელებული ინფორმაციით, ის იგორ გიორგაძის პროტეჟეა. მისი მოყვანილია კგბ-ს სისტემაში შევარდნაძის დროს.

მომდევნო მთავრობაში მართავდა თბილისის საგადასახადო პოლიციის მესამე განყოფილებას კეზერაშვილის უწყებაში და ბიზნესის ტერორის ფონზე მშვენივრად ახერხებდა პირადი სარგებლის მოხვეჭას.

მის სახელზე ფიქსირდება დაუსაბუთებელი ქონება - წილი სავაჭრო ცენტრ " ქარვასლაში". 2012 წლის სახელისუფლებო ცვლილების შემდეგ მან კიდევ ერთხელ შეიცვალა პარტია, შეიცვალა დროშა და „ოცნების“ ნავში აღმოჩნდა, მოკალათდა განათლების სისტემაში.  დაიწყო სტრუქტურის  წმენდა "არასასურველი" პირებისგან. 

მისი  მთავარი სამიზნეა ეროვნულ - პატრიოტულად განწყობილი პირები და პროფესიული ნიშნით წარმატებული ადამიანები. 

ონოფრიშვილი გახლდათ "особа приближений к императрице" და მისგან სექსუალურ მამაკაცად აღიარებული პირველი ვეზირი.

 

„იმპერატრიცა“ გაუშვეს, ვეზირი კი დარჩა, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა „პატრონთა“ მიმართ ორგულობა! 

"სანიკიძეზე უკეთესი" კი არც ფიქრობს მის შეცვლას... არ გაგიკვირდეთ თუ 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ონოფრიშვილს სხვა ნავში იხილავთ, „ოცნების“ წინააღმდეგ იარაღასხმულს!

2.    მოქალაქეთა მასობრივი რეპრესიები
სანიკიძე - ონოფრიშვილის აღვირახსნილი სისტემა ისტორიის სანაგვეზე დარჩება, რამეთუ „დრონი მეფობენ, არა მეფენი“, როგორც მასობრივი პოლიტიკური რეპრესიების ეპოქა, როდესაც სისტემიდან აძევებდნენ უამრავ პოფესიონალს.

ეს დევნილი ადამიანები  წინა ხელისუფლების დროს  არ ასრულებდნენ არანაირ დაკვეთას, გარდა პროფესიული მოვალეობისა. მათ ნაცვლად ძირითადად დანიშნეს არაპროფესიონალი და კომპრომენტირებული ადამიანები!

მოგიყვანთ მხოლოდ რამოდენიმე მაგალითს:
სისტემა დაატოვებინეს მაკა ჭიაბერაშვილს და ქეთევან მელიქიშვილს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი „ნაც. მოძრაობის“ ლიდერების დები არიან; სისტემიდან გააძევეს დ. გომელაური, რადგან ის ოდესის პოლიციის უფროსის სიდედრია; ცნობილი ტრენერები: სერგო დურგლიშვილი,  რადგან ის გიული ალასანიას მეგობარი აღმოჩნდა. ლალი მწარიაშვილი, რადგან  „ნაც. მოძრაობასთან“ დაახლოებულად ჩათვალეს (მხოლოდ ჩათვალეს);   რესურსცენტრის გამორჩეული პროფესიონალი უფროსები: რუსუდან  ჩხეტია,  ბელა მარუქაშვილი, გივი გაგნიძე,  დვალიშვილი. 

ჩხეტიას ყოფილ გამგებელთან მეგობრობა წაუყენეს ბრალად,  დვალიშვილის შემთხვევაში დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ახირება დააკმაყოფილეს, მანანა კობახიძის სურვილს კი რესურს ცენტრის უფროსი გივი გაგნიძე შეეწირა.  ჩემს შემთხვევაში  ვინმესთან დაახლოება ვერ აღმოაჩინეს. 

3.    დევნა პირადი მოტივებით!
ონოფრიშვილი და სანიკიძე პირადი მოტივითაც აძევებდნენ ხალხს სისტემიდან. მაგ. დავით ლაგვილავა (51-ე საჯარო სკოლა) სისტემიდან იმიტომ გაუშვეს, რომ "ფულის კეთების" საშუალება არ მისცა სანიკიძის დეიდას; დავით ლაგვილავა სასამართლომ გაამართლა!

მარიამ რამინაშვილი (53-ე საჯარო სკოლა) კი იმიტომ გაუშვეს, რომ მან შენიშვნა მისცა და წესრიგისკენ მოუწოდა სკოლის მოსწავლეს, რომელიც ექსპრემიერ ღარიბაშვილის ცოლისდა გახლავთ!

დიმიტრი მეჭურჭლიშვილი (116-ე საჯარო სკოლა) იმიტომ გაუშვეს, რომ მან არ შეასრულა სანიკიძის პირადი ულტიმატუმი უფლებადამცველი პედაგოგის დავით ფერაძის გაძევების შესახებ. დ.მეჭურჭლიშვილი სასამართლომ უკვე გაამართლა! (ფერაძის დევნა დღემდე გრძელდება. მცირე წლოვანი შვილების მამა ოჯახთან ერთად, ფაქტობრივად, გაწირეს სიკვდილისთვის).

ამ დაჯგუფებამ "შეკერა" საქმეები საკუთარი უწყების თანამშრომლებზე: დ. გულეზიანზე, ხვედელიძესა და პაპუაშვილზე - გაათავისუფლა ისინი სამსახურიდან, თუმცა  სასამართლომ ისინიც გაამართლა! სულ ახლახანს საქმე შეუკერეს და სამსახურიდან გააგდეს მანდატური ალექსი ბლიაძე, იმის გამო, რომ შუერთდა ჩვენს ცენტრს და დამნაშავე სისტემის მხილება დაიწყო. დევნიან ყველას, ვინც სოციალურ ქსელში ჩვენდამი მხარდაჭერას ან რაიმე ფორმით კრიტიკულ აზრს გამოხატავს!

სასამართლომ ასევე გაამართლა სანიკიძე-ონოფრიშვილის მიერ „დაბლოკოლი“ კიდევ 15 დირექტორი.

რატომ არ დაისვა ონოფრიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი ამ საქმეების გამო?! ვინ მფარველობს მას?! აი, კითხვა, რომელსაც 8 ოქტომბერს გაეცემა პასუხი!

4.    ონოფრიშვილი და „კგბ“
კგბ-ს ინტერესები და ონოფრიშვილის კვალი ლოგიკის მიხედვით რუსულ დაზვერვასთან მიდის.  ერთი, აღიარებული ფაქტია, რომ  ყოფილი „კგბელი“  არ არსებობს. მეორე: ონოფრიშვილი  იგორ გიორგაძის პროტეჟეა, და მესამე:  სულ ახლახანს უშუალოდ ონოფრიშვილმა გადააყენა დირექტორობის პოსტიდან მატნის სკოლის დირექტორი ტარიელ მარუქაშვილი,  რადგან ამ უკანასკნელმა გააპროტესტა რუსული გაზპრომის შემოსვლა. რუსული და სხვა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიზანია საზოგადოებაში უნდობლობის,  დაძაბულობის, უსამართლობის განცდის მასობრივი დანერგვა, რათა ამ გზით უფრო ადვილი გახდეს საზოგადოებაზე მანიპულირება. თუმცა, ეს ბოროტების უწყება სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებს ხშირად უსრულებენ დაკვეთებს პოსტის შენარჩუნების სანაცვლოდ.

5.    ონოფრიშვილი და კორუფცია!
აღსანიშნავია, რომ ყველა კორუფციული სქემა, რომელიც აღმოჩენილია განათლების სამინისტროში, ონოფრიშვილზე გადის. მილიონობით ტელემაყურებელმა თვალნათლივ იხილა პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის მიერ მხილებული ონოფრიშვილის მიერ ხარკდადებული სკოლები, ძიება დაიწყო პროკურატურამაც, მაგრამ, ახლა დუმს!

ვინ აფარებს ხელს სისტემის მთავარ კორუფციონერს და რატომ?!


ონოფრიშვილმა ფეხქვეშ გათელა კანონი, რომელიც კრძალავს შიდა აუდიტის თანამშრომელთა მონაწილეობას მოხელეთა შესარჩევ კონკურსებში. ის პირადად აწერდა საკონკურსო კომისის ოქმებზე ხელს. ყველა და მათ შორის ჩემთან გასაუბრების ოქმზე მისი ხელმოწერაა.

ვინც სისტემას იცნობს, ის ადვილად მიხვდება რომ ონოფრიშვილი მთავარი ოდეერია და ემსახურება უცხო ქვეყნის ინტერესებს. მისი წარმომადგენლები სხედან ყველგან ხილულად და უხილავად.  თსუ-ს  ბოლო დროინდელი მოვლენებიც მათი დამსახურებაა.

ამ სისტემის შედეგია გაჩუმებული მასწავლებლები,  დათრგუნული მეცნიერები,  დაშანტაჟებული დირექტორები და რექტორები, მაგრამ ონოფრიშვილსა და ძმათა მისთა ავიწყდებათ ყველაზე მთავარი:  მასობრივი კომუნიკაციის საუკუნეში რამის დამალვა შეუძლებელია!

მისი ზონდერ ჯგუფის აქტიური წარმომადგენლები არიან დ. წურწუმია, ნ. წივილაშვილი, გ. შეშაბერიძე,  თ. გაბიჩვაძე, ნ. მაჩიტაძე... 

ამ დამნაშავეების სახელები მთელმა ქვეყანამ უნდა იცოდეს. ხელისუფლება კი ამ მდგომარეობით ხვდება 8 ოქტომბერს და როგორც აღვნიშნე,  ამ მიმართულებით არც არანაირი ცვლილება არ იგეგმება!

სკოლების სამეურვეო საბჭოების არჩევნების გაყალბება წინა საარჩევნო რეპეტიცია იყო!  ჯანსაღი საზოგადოება და ჩვენი ცენტრი ამის მოთმენას არ აპირებს.

ონოფრიშვილისა და ხსენებული დამნაშავეების  თანამდებობებზე დატოვება ქვეყნის შეურაცხოფაა.  ვისაც ქვეყნის მომავალზე გული შეტკივა,  ხმა არ უნდა  მისცეთ კგბ ელებს,  მათ მფარველებს და ჩვენი სამშობლოს დაუძინებელ მტრებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას.

პედაგოგებო, მეცნიერებო, სტუდენტებო მთელი ერი თქვენ შემოგყურებთ!    გავერთიანდეთ და ყველამ ერთად ვუთხრათ ამ ყველაფერს „არა“!

 საკორდინაციო ცენტრი და მისი ხელმძღვანელი მიუხედავად არაადამიანური დევნა- შევიწროებისა შეუპოვრად იბრძვიან ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ჩვენი ცენტრი საპროტესტო ბრძოლას არ შეანელებს ამ  „პალაჩის“ წინააღმდეგ!

„პალაჩი“ დაუყოვნებლივ უნდა წავიდეს!


პატივისცემით და დიდი სიყვარულით

 

დავით სალია,
პედაგოგი, პედაგოგთა საკორდინაციო ცენტრის აქტივისტი,
ამჟამად იძულებით ემიგრაციაში მყოფი!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: