Iverioni
«    მაი 2019    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მაისი 2019 (11)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
დეკემბერი 2018 (12)
14-07-2016, 17:53
ნანახია: 1491

ლადო სადღობელაშვილი: აჭარას არჩევნების შემდეგ ნაციონალური მოძრაობა გააკონტროლებს

ვის დარჩება აჭარა არჩევნების შემდეგ, ვინ აწინაურებს ყოფილ „ნაციონალებს“ რეგიონებში, რა შეიცვალა ლევან ვარშალომიძის დაბრუნებით? - ამის შესახებ „ახალ თაობას“ „თავისუფალი თაობის“ ლიდერი ლადო სადღობელაშვილი ესაუბბა.

 

-   აჭარაში ხელისუფლების გადაბარების ღია პროცესი მიმდინარეობს. ყოველთვის ეჭვი მქონდა, რომ აქ რაღაც ხდებოდა, მაგრამ ახლა საბოლოოდ დავრწმუნდი.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი გახლავთ ყოფილი ნაციონალი. ჩვენ ხელთ ჩაგვივარდა ფოტოები, სადაც ის „ნაციონალებთან“ ერთად პოზირებს. ასევე არსებობს ფოტოები, სადაც უკვე „ოცნების“ წარმომადგენლებთან არის გადაღებული. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს კაცი ტიპიური მედროვე!

საგულისხმოა, რომ ეს მედროვე ადამიანი ლევან ვარშალომიძის უახლოესი მეგობარიცაა. ეს უკანასკნელი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა საქართველოში და ძალიან აქტიურობს - „ქართული ოცნება“ ამის საპირწონედ არაფერს აკეთებს.

 

-  ამიტომ ფიქრობთ, რომ აჭარაში ხელისუფლების გადაბარების პროცესი მიდის

 

-   ამის სათქმელად საკმარისი ფაქტები მაქვს. მაისში ირაკლი ჭეიშვილი იმყოფებოდა კიევში, სადაც თავის მეგობარ ლევან ვარშალომიძეს შეხვდა.

 

-   ამაში უცნაური რა არის, თავად არ თქვით, მეგობრები არიანო?!

 

-   საქმეც ისაა, რომ შეხვედრა არ ყოფილა მეგობრული - ეს იყო საქმიანი შეხვედრა, სადაც ვარშალომიძემ და ჭეიშვილმა მზაკვრული გეგმა მოიფიქრეს. ამ შემთხვევას კურირებდა კახა მიქელაძე, რომელიც ლევან ვარშალომიძის ბავშვობის მეგობარია. თავად კახა მიქელაძე პლაჟის ფეხბურთის ხელმძღვანელია.

- საინტერესოა, მათი გეგმის მზაკვრულობა რაში მდგომარეობს

 

-    შეთანხმდნენ, რომ მოხდა ხელისუფლების გადაბარება. გეგმის განხორციელება უკვე დაიწყო. ჭეიშვილის კიევიდან დაბრუნების შემდეგ ძალიან მალე გახდა ცნობილი, რომ ვარშალომიძე ბრუნდება.

ამის შემდეგ დაიწყო საუბარი არჩილ ხაბაძის გადაყენებაზე. ის ჯერ კიდევ თანამდებობაზე იჯდა, მისი შემცვლელი რომ გამონახეს. აჭარის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარე ზურაბ პატარაძე გახდება, რომელიც ნაციონალებთან არის დაკავშირებული. არ დაგვავიწყეს, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვიც ახალაიების მარჯვენა ხელი იყო.

 

ერთი სიტყვით, აჭარა ფაქტიურად უკვე ნაციონალების ხელშია და შემოდგომაზე ეს ოფიციალურად გაფორმდება. ამ ყველაფერს ხელს აქტიურად უწყობს ირაკლი ჭეიშვილი, რომელიც იმდენად გათავხედდა, რომ პარლამენტში შესვლაც კი მოისურვა. რამდენადაც მე ვიცი, მაძორიტარად აპირებს კენჭისყრას. არც ისაა გამორიცხული, სიაშიც ჩასვან.

 
-    გასაოცარია, თუ „ნაციონალებთან“ არის შეკრული, რანაირად ჩასვამენ სიაში?

 
-    სულ „ნაციონალებით“ არ არის გაძეძგილი „ქართული ოცნება“?! ცოტა ხნის წინ შუალედური არჩევნები ჩატარდა, სადაც „ქართული ოცნებამ“ კორცხელში მოქმედი ნაციონალი ამირან ლაგვილავა წარადგინა. მთავარია „კრიშა“ იპოვო და „ნაციონალობა“ პრობლემა არ არის.

 

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ბ-ნი ჭეიშვილი არის კალაძის უახლოეს გარემოცვაში, მას თავი იმითაც მოაქვს, რომ მეგობრობს იოსებ გოგაშვილთან.

 
მოვუწოდებ ხელისუფლებას - არ გაბედოს ირაკლი ჭეიშვილის კანდიდატურის დასახელება ბათუმის მაჟორიტარად. ხალხს მისი დანახვაც კი არ უნდა, ეს ახალგაზრდა ბიზნესმენებსაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის. მისი ნებართვის გარეშე მშენებლობის დაწყება წარმოუდგენელია. ის ამ მშენებლობების ხარჯზე გაზულუქდა. ხალხი მას ხმას არ მისცემს და გამარჯვება ნაციონალების კანდიდატს დარჩება.

 

საპარლამენტო არჩევნების პარალელურად აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც ტარდება და ალბათ სიაში სულ ყოფილ „ნაციონალებს“ ჩასვამენ. ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება 2 „ნაციონალურ“ მოძრაობას შორის მოუწევს!

 
- არადა აჭარაში რესპუბლიკელები აანონსებენ სერიოზული შედეგის დადებას.

 
-    ვინ უნდა დადოს სერიოზული შედეგი, ბერძენიშვილებმა? ხალხს მათი გვარის გაგონებაც არ უნდა. ამიტომაც ვერ ჩამოდიან ბათუმში. რესპუბლიკელების გამოჩენა არაფერს შეცვლის. აჭარაში ხელისუფლების გადაბარების პროცესია დაწყებული და ამას, ამომრჩევლის გარდა, ვერავინ შეაჩერებს.

 

წყარო: „ახალი თაობა“